ჯაფარიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის შეფასება 2023 წლის ბოლოს დასრულდება — სავარაუდოდ, ნეგატიურად
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე ბრიუსელში ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს ADLE-ს ლიდერთა სამიტზე, ასევე, შეხვდნენ ევროკავშირის იმ სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობს საქართველოს ევროკავშირის სტატუსის მიღებაზე.
- როგორც ჯაფარიძე ამბობს, შეფასების წერა, სავარაუდოდ, მომდევნო წლის ბოლოს დასრულდება.
- მისი თქმით, ბრიუსელში ისეთ ტენდენციებს ხედავენ, რომ, შეფასება, დიდი ალბათობით, ნეგატიური იქნება.
- "წელს, დიდი ალბათობით, არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება".
ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრებზე უთხრეს, რომ დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდაზე მთავრობასთან არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია, თუმცა დაამატეს, რომ "ისინი აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებდნენ".
- "მათ შორის არანაირი ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნებიდან ვიღაცები მიდიან და ეს ხალხის ძალაა დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზმი, ევროკავშირში არავის არ აქვს, ზუსტად ეს არის ერთი და იგივე, ეს არის ქართული ოცნება".
- ჯაფარიძის თქმით, ისინი არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს ელოდებიან, არამედ სურთ, პრაქტიკაში დაინახონ, რა შედეგი მოაქვთ მათ რეალურ ცხოვრებაში.
- "მათ შორის ერთ-ერთი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია, ანუ დეოლიგარქიზაციაზე უბრალოდ კანონის მიღება არ არის საკმარისი, საჭიროა, დროში დაკვირვება".
გარდა ამისა, როგორც ჯაფარიძე ამბობს, ბრიუსელში აღნიშნეს, რომ ქართული ოცნება სამ სტრატეგიას იყენებს და პირდაპირ თქვეს, რომ სამივე წარუმატებლობისთვისაა განწირული.
- მისი თქმით, პირველია ქართული ოცნების მცდელობა, შეასრულოს ისეთი პუნქტები, რომელიც მათთვის ნაკლებად პრობლემურია, რათა არ დაკარგონ კონტროლი დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და შესაბამისად, ძალაუფლებაზე.
- ჯაფარიძის სიტყვებით, მეორე, არის ის, რომ მმართველი პარტია ვაჭრობას ცდილობს: "რომ, აი, ამდენ პუნქტს შევასრულებთ, დანარჩენ პუნქტებთან დაძრული გვექნება პროცესი და იქნებ ჩაგვითვალოთ".
- როგორც ის დასძენს, ბრიუსელში ამბობენ, რომ თვალების დახუჭვა არცერთ პუნქტზე არ მოხდება.
- ოპოზიციონერი ამბობს, რომ ქართული ოცნების მესამე სტრატეგიად ბრიუსელში დაუსახელეს შემდეგი:
- "17 ივნისის გადაწყვეტილებამდე ქართულმა ოცნებამ სცადა, რომ ჩვენს თავზე გადამხტარიყო და პირდაპირ უმაღლეს დონეზე, სახელმწიფო მეთაურების დონეზე "დაელაგებინა" სიტუაცია და ისე მიეღო სტატუსი".
ბოლოს ჯაფარიძემ აღნიშნა ის, რომ შეხვედრებზე საქართველოს მიერ ამ ისტორიული შანსის გამოყენების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
- მისი თქმით, ერთ-ერთ ძირითად მოწოდებად ოპოზიციურ ფრონტზე გაერთიანება და საბოლოოს ჯამში, ქვეყნის ევროპული მომავლისკენ ერთობა დასახელდა — "ამაში ხედავენ ისინი გამოსავალს".
ვაშაძემ კი ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრიუსელში ყველაზე კატასტროფულად დასავლეთზე თავდასხმები და ომში ჩართვის მცდელობის დადანაშაულება შეაფასეს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები