კომპანია ბეკო საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი ბეკო საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავს.
ქართულ ბაზარზე 25-წლიანი საქმიანობის საიუბილეო თარიღს კომპანია მასშტაბური საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება და 700 სტუმარს, მათ შორის საჯარო პირებს, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. სტუმრებს საზეიმო პროგრამა და დაუვიწყარი საღამო ელით.
25 წლის იუბილე ბეკომ სრულიად განსხვავებული, დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი ხაზის Beyond-ის პრეზენტაციით აღნიშნა. ახალი ხაზი მომხმარებელს მდგრად, მაღალეფექტურ, განსხვავებული დიზაინის, უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილ მიზნობრივ პროდუქციას შესთავაზებს. Beyond-ის ხაზში გაერთიანებული ყველა პროდუქტი გამოირჩევა ახალი, ფუნქციური დიზაინის, უფრო ღრმა გაზქურებით, გაგრილების სისტემით, გლუვი ზედაპირებით, განიერი კარებით, პროდუქციის შენახვის გაუმჯობესებული სისტემით, ბრენდის DNA კი ერთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდა — Live like a Pro (იცხოვრე პროფესიონალივით).
კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო, დღეს კი ბეკოს ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილი, 5 სერვის ცენტრი, 800 დასაქმებული ადამიანი და ასობით ათასი ერთგული მომხმარებელია.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მომხმარებელთა ნდობა კომპანიამ წლების განმავლობაში მომსახურების მაღალი დონით, ინოვაციური ტექნიკით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტითა და კადრების პროფესიონალიზმით მოიპოვა. ბეკოს ამ წარმატებულ საქმიანობას კი სტრატეგია — იცხოვრე ჩემპიონივით! — აერთიანებს.
ბეკო საქართველოს გენერალური დირექტორის, მეჰმეთ მელექის თქმით, განვლილი 25 წლის განმავლობაში კომპანია ფეხდაფეხ მიჰყვებოდა საქართველოს განვითარებას, გადალახა არაერთი ეკონომიკური რყევა და ღირსეულად გაუმკლავდა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო გამოწვევებს.
"დღეისთვის ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცე, განვითარებაზე ორიენტირებულ და მომგებიან კომპანიას მასშტაბური მიზნებით, რომელიც საბიუჯეტო გადასახადებისა და დასაქმებულთა რაოდენობით ქართული ეკონომიკის განვითარების საქმეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ჩვენი მოღვაწეობა ემსახურება როგორც ორმხრივი სარგებლის შექმნას ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებას პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით", — აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
მისივე თქმით, კომპანია წლიდან წლამდე ვითარდება და ფართოვდება, თუმცა არ აპირებს მიღწეულზე გაჩერებას და მომავალში გაფართოებას, მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებასა და სფეროში ინოვაციური მეთოდების დანერგვას გეგმავს.
"რა თქმა უნდა, წინ ამბიციური გეგმები გვაქვს და გვინდა, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კიდევ არაერთი სიახლე შევთავაზოთ. პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ბეკოს მაღაზიათა ქსელისა და მომსახურების სერვის ცენტრების გაფართოებაა, რადგან მომხარებელს ყველა ქალაქში შეეძლოს ჩვენი პროდუქციითა და ხარისხიანი სერვისებით სარგებლობა. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშნელოვანია მომხმარებელს ბრენდების კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი და თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტური პროდუქცია შევთავაზოთ. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ჩვენს მომხმარებელს, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენ გვირჩევს და ბეკოს ხარისხის ერთგული რჩება", — აღნიშნა მეჰმეთ მელექმა.
მისივე თქმით, გარდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის სამომხმარებლო ბაზარზე წამყვანი პოზიციებისა, კომპანია ბეკო საქართველოში მრავალი სოციალური და ჰუმანიტარული პროექტის მონაწილეა და კომპანია ამაყობს ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებით.
ბეკო საქართველო ევროპაში ყველაზე დიდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ტოპ 3 ბრენდს შორის დასახელებული ბეკო გლობალის წარმომადგენელია. მსოფლიო მასშტაბით ბეკო გლობალი 7 კონტინენტის 150 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 300 მილიონ მომხმარებელს ითვლის, აერთიანებს 12 ბრენდს და ჯამურად 40 000 თანამშრომელი ჰყავს.
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
კომენტარები