ევროკავშირი უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს
ბერლინში უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენცია იმართება. სწორედ ამ კონფერენციაზე ისაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის არმიამ უკრაინის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გაანადგურა.
- უკრაინის შეფასებით, ომისგან გამოწვეული ზარალი 750 მილიარდ ევროს უდრის.
- ექსპერტთა კონფერენცია არ არის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო და გაჟღერებულ ინიციატივებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.
დეტალები: ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინისთვის ყოველთვიურად 1.5 მლრდ ევროს დახმარების გამოყოფას, შესაბამისად, 2023 წელს უკრაინისთვის ფინანსური დახმარება 18 მლრდ ევროს ფარგლებშია მოსალოდნელი.
- როგორც უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, უკრაინას მომავალ წელს 38 მლრდ დოლარი სჭირდება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დასაფარად.
- მიმდინარე წელს უკრაინის თვიური ბიუჯეტის დეფიციტი თვეში 4-5 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, რაც უკრაინამ საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური დახმარებით და ეროვნული ბანკის მიერ გრივნას გამოშვებით დაფარა.
ზელენსკის შეფასება: უკრაინის აღდგენის და მოდერნიზაციის საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოზარით ჩაერთო.
- ზელენსკის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაიწყოს ინფრასტრუქტურის აღდგენა ახლავე, როცა რუსული ტანკები გეგმურად ანადგურებენ უკრაინის ქალაქებს.
- "ჩვენ შევიმუშავეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის გამჭვირვალე გეგმა, ეს ის არის რაც ახლა უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. არც ხვალ, არც მომავალ წელს, არც ბრიტანეთში კონფერენციაზე. ახლავე!"
- "სწრაფი აღდგენის გეგმისთვის საჭიროა 17 მლრდ დოლარი. საუბარია სკოლებზე, საავადმყოფოებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე."
უკრაინის აღდგენის ფონდი: პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა შეიქმნას ფინანსური საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც ყველა ძალისხმევას მიმართავს უკრაინის აღდგენაზე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.
- ამიტომ, უკრაინის რეკონსტრუქციაში პარტნიორების ჩართვის პროცესის დაჩქარების მიზნით, ზელენსკის სურს უკრაინის აღდგენის ფონდის, როგორც საკვანძო ინსტიტუტის შექმნა.
- ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს 75% დონორი ქვეყნების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
- ფონდი მომავალი თვიდან დაიწყებს მუშაობას.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები