რა ხდება ფრონტზე — ბოლო ცნობები
ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინა წარმატებით აგრძელებს კონტრშეტევას ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. რუსი ძალები სარეზერვო და თავდაცვით პოზიციებს ამყარებენ და აგრძელებენ სამხედრო პერსონალის მობილიზებას რეკრუიტირების პოლიტიკის დარღვევით.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის მიერ კონტრშეტევაზე გადასვლამ ომის მიმდინარეობა შეცვალა.
- ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული ძალები უკან იხევენ და სავარაუდოდ ხერსონში, მდინარე დნეპრის სანაპიროებზე ხაფანგში აღმოჩნდნენ.
- ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, უკრაინა წლის ბოლომდე შეძლებს დაიბრუნოს ხერსონის ზემო ნაწილი.
- რუსეთის ფედერაცია ეძებს საბრძოლო დანაკარგების შევსების დამატებით წყაროებს.
ბოლო ცნობები ფრონტიდან: 25 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა თავდასხმები მოიგერიეს 9 დასახლებულ პუნქტში.
- ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 30 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, ასევე 100-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
- 24 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინელებმა მოახერხეს მტრის უკან დახევა ლუგანსკის ოლქის სამ და დონეცკის ოლქის ერთი დასახლებიდან.
- ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში წარუმატებელი სახმელეთო შეტევები განახორციელეს, უკრაინელ დამცველებს ცეცხლი გაუხსნეს ევდეევსკის და ბახმუტის მიმართულებით.
- უკრაინელმა პარტიზანებმა რუსების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში საოკუპაციო ხელმძღვანელზე თავდასხმა განახორციელეს.
- რუსებმა გრადების ცეცხლით დაფარეს ჩერვონოგრიგორიევსკის თემი, თუმცა ხალხი არ დაშავებულა — თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 600-ზე მეტი ოჯახი.
ხერსონი: უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეძლეს 90-ზე მეტი დასახლების დეოკუპაცია ამ რეგიონში.
- უკრაინის სამხრეთით შეიარაღებული ძალების წინსვლა წვიმიანი ამინდის გამო შენელდა, თუმცა უკრაინელი დამცველები ტერიტორიის გათავისუფლებას აგრძელებენ.
- "ჩვენ ვაკონტროლებთ ხერსონში დნეპრზე გამავალ ყველა ხიდს ამერიკული სისტემების გამოყენებით. შესაბამისად რუსები ვერ შეძლებენ გაქცევას, როგორც ეს გააკეთეს ხარკოვის მიმართულებით, მაგალითად იზიუმში და სხვა ქალაქებში", — განაცხადა რეზნიკოვმა.
- რეზნიკოვი მიიჩნევს, ოკუპანტებისთვის ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა სიცოცხლისთვის საშიშია, მათ არ რჩებათ გაქცევის გზებიც.
- რუსი ოფიციალური პირები აგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ ხერსონის ევაკუაცია უფრო დიდი განსახლების პროგრამის ნაწილია.
ამასთანავე: არსებობს სარაკეტო თავდასხმის და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საფრთხე უკრაინის ტერიტორიაზე.
- ბელარუსი აგრძელებს რუსეთის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ.
- რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის იწვევს ავღანეთის ეროვნული არმიის ელიტარული კომანდოს კორპუსის წევრებს, რომლებიც ქვეყანაში დარჩნენ, როცა მმართველობის სადავეები ხელში თალიბებმა აიღეს.
- დაშავების გამო დათხოვნილ სამხედროებს რუსები ბუღალტერიის კურსებს და გადამზადებას სთავაზობენ, რაც ნაკლებ ფიზიკურ აქტივობასთანაა დაკავშირებული.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები