ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და ელიტური კორუფციის შემთხვევების გამოძიება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მე-4 პუნქტი იყო.

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი კი მისი შესრულების მიზნით შეიქმნა, დღეს კი ჯგუფმა შემაჯამებელი სხდომა გამართა და საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაასრულა.

დეტალები: ოხანაშვილის თქმით, რეკომენდაციების შესაბამისად, ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აინიცირებენ.

  • როგორც ოხანაშვილი ამბობს, რომ ჯგუფის სამუშაო პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა და მასში, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.
  • "ჩვენ შესაბამის პოზიციებს გავუკეთეთ ანალიზი და შედეგად, დღეს ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები წარვადგინეთ", — თქვა ოხანაშვილმა.
  • მისივე თქმით, ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარედგინა და ცვლილებების კომიტეტის სახელით დაინიცირებაზე თანხმობა მიიღო.
  • ასევე თქვა, რომ ცვლილებები პარლამენტს პირველ დეკემბრამდე მიიღებს, "როგორც ეს გეგმაში იყო გაწერილი".

მმართველი პარტიის გეგმა: ოხანაშვილის თქმით, შექმნიან ანტიკორუფციულ ბიუროს, რომლის ძირითადი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.

  • ასევე, ამბობს, რომ ბიურო კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
  • კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსით, "გამჭვირვალე პროცედურების დაცვით" შეირჩევა.
  • კანდიდატები კი პრემიერმინისტრს წარედგინება, რომელიც შეარჩევს და თანამდებობაზე დანიშნავს ბიუროს უფროსს.