კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ ყოფილი თანამშრომლის მიერ სასამართლოს მოგებაზე ცნობა "მეტწილად არასწორია"
უწყების თქმით, "თავს ვალდებულად თვლიან" საზოგადოებას განუმარტონ, რომ ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სავარაუდოდ, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 26 ოქტომბერს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წულუკიანს სასამართლო კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, გუგა გოგაძემ მოუგო.
- ორგანიზაციის ცნობით, სააპელაციო გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გოგაძეს მოთხოვნები არ დაუკმაყოფილა.
- სასამართლომ ბათილად ცნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის იანვრის ბრძანება, გოგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
- ცენტრი მიუთითებდა, რომ გოგაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, "მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ".
დეტალები: როგორც ისინი ამბობენ, ინფორმაცია სააპელაციოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობაზე, ყალბია.
- "პირიქით, სასამართლომ, როგორც პირველ, ისე სააპელაციო ინსტანციაში, უარი უთხრა გუგა გოგაძეს სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე"
- "სინამდვილეში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააგენტოს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან — 15 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე".
- გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ გოგაძის მოთხოვნა სააპელაციომ კომპენსაციასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა ეს ორგანიზაციის განცხადებაში ისედაც იყო ნახსენები.
სამინისტროში ამბობენ, რომ "თითქოს ტენდენციად იქცა" სხვადასხვა პირის მიერ უწყების ან სსიპ-ების წარმოებული წაგებული დავების მოგებულად გამოცხადება.
- ორგანიზაციების ყურადღების მისაპყრობად ან/და რეიტინგის გასაზრდელად არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების პირველ ადგილზე კულტურის მინისტრის გვარი გამოაქვთ".
კონტექსტი: ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სასამართლომ თეა წულუკიანის მიერ თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია.
- მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრის პოზიციაზე თეა წულუკიანი დაინიშნა, არაერთი აქცია გაიმართა, სადაც აცხადებდნენ, რომ კულტურის სფეროდან თანამშრომლებს იდეოლოგიური მიუღებლობის გამო ათავისუფლებდნენ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები