5 ტიპის მეგზური, რომელიც ყველა მძღოლისთვის საოცნებოა
თუ ერთხელ მაინც მჯდარხარ საჭესთან, დარწმუნებული ვართ, ზუსტად ხვდები, რას ნიშნავს ფრაზა — მეგზურსაც გააჩნია. მძღოლებიც დაგვეთანხმებიან, რომ შეიძლება მოკლე გზა ძალიან გრძლად მოგეჩვენოს ან პირიქით, გრძელ გზაზე საერთოდაც არ დაიღალო, თუ გვერდს შენი ხასიათის შესაფერისი მეგზური გიმშვენებს.
თუ გაინტერესებს, რომელი ტიპის მეგზურებია მძღოლებისთვის ყველაზე სასურველი კომპანიონები, ამას სწორედ სტატიიდან გაიგებ.
1. ორიენტაციის კარგი უნარის მქონე
თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ზედმეტად მონდომებული მძღოლი უნდა იყო, რომ დაიკარგო ან დანიშნულების ადგილს ვერ მიაგნო. თუმცა გამორიცხული არაფერია და თუ უცხო ადგილას GPS-ისა და რუკის გარეშე აღმოჩნდები, ამ დროს საუკეთესო მეგზურობას ის ადამიანი გაგიწევს, რომელსაც ორიენტაციის კარგი უნარი აქვს.
ორიენტაციის კარგი უნარის მქონე ადამიანთან ერთად მოგზაურობა პროცესს აუცილებლად გაგიმარტივებს. ამასთანავე, ფრაზა: "მგონი, უნდა გადაგვეხვია" ამ ტიპის მეგზურთან ერთად არასდროს შეგაწუხებს, რადგან მან ზუსტად იცის, რომელი გზა მიდის დანიშნულების ადგილამდე. იმაშიც დარწმუნებული შეგიძლია იყო, რომ ასეთ მეგზურთან ერთად დანიშნულების ადგილს სწრაფად და დაბრკოლებების გარეშე მიაღწევ.
2. მელომანი
თუ შენთვის მგზავრობა მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორემდე გადაადგილებას არ ნიშნავს და დროის სასიამოვნოდ გატარება გსურს, ალბათ მუსიკის შერჩევაზეც ისე ზრუნავ, როგორც საკუთარ ავტომობილზე. ასეთ შემთხვევაში კი, მელომანი მართლაც საოცნებო მეგზურია, რომელიც ყველა საყვარელ მელოდიას ბოლომდე მოგასმენინებს, გამორთვას არ მოგთხოვს და მეტიც, სიმღერაში აგყვება კიდეც. თუ მგზავრობისას განტვირთვა შენი პრიორიტეტია, მელომანთან ნამდვილად ვერ მოიწყენ და ბევრ მხიარულ მოგონებასაც შექმნი.
3. მძინარა
როცა საჭესთან ხარ, მთავარია, არ ჩაგეძინოს, თუმცა ეს წესი მეგზურზე არ ვრცელდება. თუ ფრაზა: "მალე ჩავალთ?" ძალიან გაღიზიანებს, ამის მოსმენა მძინარა მეგზურთან ერთად ნამდვილად არ გემუქრება.
ზოგ ჩვენგანს ფიქრი სწორედ იმ დროს სიამოვნებს, როცა მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ათასნაირი პეიზაჟი ჩნდება და ეს ერთგვარი განტვირთვაცაა. ასე რომ, თუ მძინარა თანამგზავრი გყავს, სიჩუმეში მგზავრობით ტკბობას ყოველთვის შეძლებ.
4. მოლაპარაკე
თუ წინ გრძელი გზა გაქვს და როგორც მძღოლს, სიფხიზლე მოგეთხოვება, ამ დროს მოლაპარაკე თანამგზავრი საუკეთესო კომპანიონია. მგზავრობისას უხერხული სიჩუმე და მოწყენილობა ბევრ ჩვენგანს ტანჯავს. მოლაპარაკე მეგზურთან ერთად კი შეგიძლია, მსგავს უხერხულობას დაემშვიდობო და საინტერესო დიალოგებისთვის მოემზადო.
თუ დიდხნიანი დიალოგი ძალიან გამწვავდება, არც ის დაივიწყო, რომ ჭეშმარიტება სწორედ კამათში იბადება!
5. მსმენელი
კარგ მთქმელს რომ კარგი გამგონე უნდა, ეს მძღოლებსა და მათ მეგზურებზეც ვრცელდება. აზრებისა და ემოციების გაცვლა-გამოცვლა კი წარმატებული მაშინ იქნება, როცა ჩვენი მეგზური კარგი მსმენელია. როცა მეგზურს თან აინტერესებს შენი აზრები და თან ყველაფერს სწორადაც იგებს, მასთან ერთად შორეულ მოგზაურობაში წასვლაც კი არ იქნება მოსაწყენი.
ხშირად ბრენდები თავს შენი ცხოვრების მესაჭედ და ლიდერად წარმოაჩენენ, ცდილობენ, გიკარნახონ ცხოვრების სტილი. სოკარმა კი გადაწყვიტა, ეს მიდგომა შეცვალოს და იმ "მეგზურებზე" გააკეთოს აქცენტი, რომლებიც ცხოვრებასა თუ, უბრალოდ, მოგზაურობაში შესანიშნავ კომპანიონობას გვიწევენ.
აშკარაა, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში მეგზურის როლს ასრულებენ. შეიძლება, ამ კავშირს პირდაპირ ვერ ვამჩნევდეთ, თუმცა მათ გარეშე ჩვენი ცხოვრებისეული მოგზაურობა მართლაც რთული იქნებოდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
დისკუსია: კომენტარებში გაგვიზიარე, როგორია შენთვის საოცნებო მეგზური.