თიბისი კონცეპტის სივრცეში გამოფენის "ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე" ტურები იმართება
"ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე" გამოფენის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაესწრონ როგორც გამოფენის, ისე არქიტექტურულ ტურებს.
გამოფენის ტურები გაიმართება თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, 31 ოქტომბერს, 14 და 25 ნოემბერს. ტურებს ჩაატარებენ გამოფენის თანაკურატორი ნინი ფალავანდიშვილი, გამოფენის კურატორები დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია და არქიტექტორი გიგი შუკაკიძე.
არქიტექტურული ტურები გაიმართება 30 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს. ტურს გაუძღვებიან არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი და კურატორი და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი.
არქიტექტორ ლევან კალანდარიშვილთან ერთად ტურის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილისა და მისი თანაავტორების მიერ შექმნილი პროექტების მიხედვით აშენებული თბილისის ისეთი მნიშვნელოვანი ნაგებობები, როგორებიცაა სპორტის სასახლე, ალპური კლუბი და ჭადრაკის სასახლე, ტელეგრაფი, ორი საცხოვრებელი სახლი და ხელოვნების მუშაკთა სახლი. ყურადღება გამახვილდება იმ გამოწვევებზე რომელიც იდგა XX საუკუნის 50-70 წლებში ქართველი არქიტექტორების წინაშე და ნაჩვენები იქნება რამდენად წარმატებული იყო მათ გადალახვაში ბატონი ლადო თავის კოლეგებთან ერთად. კონკრეტულ მაგალითებზე განიხილება არქიტექტორის საინტერესო მიგნებები და ის პროცესები რომელიც თან ახლდა მის შემოქმედებით ძიებას. საუბარი ასევე შეეხება მისი არქიტექტურული მემკვიდრეობის დღევანდელ მდგომარეობას და შენარჩუნების აუცილებლობას.
გამოფენის თანაკურატორთან, ნინი ფალავანდიშვილთან ერთად მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული შერჩეული შენობები — სპორტის სასახლე, ცენტრალური ტელეგრაფი, ჭადრაკის სასახლე, ორი საცხოვრებელი სახლი, ასევე საშუალება ექნებათ კურატორთან ერთად ადგილზე შეიგრძნონ ამ შენობების გამორჩეულობა, სილამაზე, არქიტექტურული თუ საინჟინრო მიგნებები.
გამოფენა "ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე", თიბისის ორგანიზებით 20 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში გაიხსნა და გაგრძელდება 31 დეკემბრამდე.
გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის (1915-1978) ნამუშევრების ფართო კოლექცია. იგი გვაჩვენებს არქიტექტორის განვითარების გზას ადრეული საკონკურსო პროექტებიდან დასრულებულ შენობამდე. ორმოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა ასახავს როგორც პიროვნულ შემოქმედებით ტრანსფორმაციას, ასევე ცვლილებებს მისი ნამუშევრების სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. გამოფენილი მასალა მოიცავს ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციას, ფოტოებს, ფილმებს, საარქივო მასალას და მაკეტებს.
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები