ლექსო — პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის 2022
ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) იწყებს განაცხადების მიღებას ყოველწლიური კონკურსისთვის მედიის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 2022 წლის 9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
პრემიის შესახებ
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა ლექსო — პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის 2021 წელს დააარსა. პრემია ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახელს ატარებს. ლექსო ერთ-ერთი იყო მედიის იმ 50-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის საწინააღმდეგოდ გამართულ დემონსტრაციაზე თავს დაესხნენ. უფლებადარღვევების გაშუქების პროცესში, ლექსომ სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამ შემთხვევიდან 6 დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. ლექსოს პრემია დაწესდა მედიის სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ. მის მიზნს წარმოადგენს საქართველოში უფლებადამცველი მედიის მხარდაჭერა, შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება.
პრემიის იდეა
მედია პროფესიონალები, როგორც უფლებადამცველები მედიის სფეროს წარმომადგენლები პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ხშირად იცავენ ადამიანის უფლებებს, ზრდიან საზოგადოების ცნობიერებას და აშუქებენ უფლებადარღვევებს. პრემია ლექსო აღიარებს იმ მედია პროფესიონალების მნიშვნელოვან წვლილს, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ეწევიან ადამიანის უფლებების ადვოკატირებას და/ან ასაჯაროებენ ფაქტებს უფლებადარღვევების შესახებ. უფლებადამცველი მედია პროფესიონალების დაჯილდოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ როლს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მშვიდობის მშენებლობაში. მნიშვნელოვანია, რომ პრემია არ არის განკუთვნილი მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, არამედ მედიის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის: ოპერატორებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და ა.შ., რომლებიც ჩართული არიან მედია პროდუქტის მომზადებაში.
გარდა ამისა, პრემია მხარს უჭერს და აღიარებს მედიის სფეროს წარმომადგენლების უმნიშვნელოვანეს როლს თანასწორობისთვის ბრძოლაში და წაახალისებს იმ მედია პროდუქტების წარმოდგენას, რომლებიც არადომინანტური ჯგუფების უფლებების ადვოკატირებას ახდენს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18+ ასაკის მედია პროფესიონალებს — ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ა.შ.
საკონკურსო აპლიკაციები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:
- უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი;
- უფლებადაცვითი სტატია.
წარდგენილი სააპლიკაციო პროდუქტები შესაძლოა ასახავდეს და აშუქებდეს რეალურ ისტორიებს და უფლებადარღვევებს, წარმოადგენდეს დოკუმენტურ მასალას, ან ჰქონდეს უფლებების დაცვის, ადვოკატირების და საზოგადოებაში უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნები. აპლიკაციის წარდგენის მომენტისთვის, საკონკურსო პროდუქტი შესაძლოა იყოს უკვე გადაღებული/გამოქვეყნებული 2021-2022 წლებში, ან მომზადდეს უშუალოდ კონკურსისთვის. საკონკურსო პროდუქტი შესაძლოა წარადგინოს როგორც ერთმა, ისე რამდენიმე ავტორმა. (მაგალითად, ჟურნალისტი და ოპერატორი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი და სხვ.).
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში:
- საუკეთესო უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი (წარდგენილი აპლიკაცია: უფლებადაცვითი ვიდეო-რეპორტაჟი);
- საუკეთესო უფლებადაცვითი სტატია (წარდგენილი აპლიკაცია: უფლებადაცვითი სტატია).
თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი და ფულადი ჯილდო 2000 ლარის ოდენობით (ფულადი ჯილდო გაუნაწილდება მედია პროდუქტის ყველა მითითებულ ავტორს თანაბრად).
კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარადგინოთ:
- მოკლე პროფესიული რეზიუმე — CV (თუ აპლიკანტი ერთზე მეტი პირია, საკონკურსო გუნდის ყველა წევრის პროფესიული რეზიუმე — CV;
- საკონკურსო სტატია ადამიანის უფლებების შესახებ (სტატია, ბლოგი და სხვ.) ან საკონკურსო ვიდეო-რეპორტაჟი ადამიანის უფლებების შესახებ (სატელევიზიო სიუჟეტი, ინტერნეტ-პლატფორმის ვიდეო და სხვ.).
თუ თქვენი წარდგენილი აპლიკაცია მოიცავს რეალური პერსონაჟის/პერსონაჟების ფოტოს, ვიდეოს ან სხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას, ხოლო წარმოდგენილი პროდუქტი ჯერ არ არის გამოქვეყნებული, აუცილებელია წარადგინოთ აღნიშნული პირის/პირების წინასწარი თანხმობის ფორმა, მათ შესახებ მასალის გამოქვეყნებაზე.
საკონკურსო განაცხადები უნდა გაგზავნოთ მისამართზე: [email protected] (სათაურში მიუთითეთ — ლექსოს პრემია 2022). გაითვალისწინეთ, რომ განაცხადის გაგზავნით თქვენ თანხმდებით, რომ ადამიანის უფლებათა სახლმა გამოაქვეყნოს თქვენი მედია პროდუქტები თავის პლატფორმებზე. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანის უფლებათა სახლს მეილზე — [email protected]. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2022 წლის 9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები