რატომ გარდაიცვალა ჰიტ ლეჯერი, კიანუ რივზი კი კვლავ ჩვენ გვერდითაა? — მეთიუ პერი
მალე ცნობილი ამერიკული სერიალ Friends-ის ვარსკვლავის, მეთიუ პერის, დღიური გამოვა, სახელად Friends, Lovers, and the Big Terrible Thing. როგორც ამბობენ, მსახიობი მემუარში ბევრ პირად ისტორიას იხსენებს და გულახდილად ჰყვება, თუმცა მისმა კომენტარებმა კოლეგის, კიანუ რივზის, მიმართ დიდი გაოცება გამოიწვია საზოგადოებაში.
მეთიუ პერი თავის მემუარში კიანუ რივზს ორჯერ ახსენებს და კითხულობს, რატომაა რომ "ნიჭიერი" და "ორიგინალურად მოაზროვნე" მსახიობები, როგორებიც რივერ ფენიქსი და კრის ფარლი იყვნენ, ტრაგიკულად დაიღუპნენ, კიანუ კი ჩვენს გვერდითაა.
"იმ გენიოსების სია, რომლებიც დროს წინ უსწრებდნენ, ძალიან გრძელია, იმისთვის რომ აქ მოვიყვანო, თუმცა იმას კი ვიტყვი, რომ ნებისმიერი ასეთი სიის სათავეში ჩემი კოლეგა, რივერ ფენიქსი, უნდა იყოს, რომელთან ერთადაც ფილმ A Night in the Life of Jimmy Reardon-ზე ვიმუშავე,"— წერს პერი.
მოგვიანებით კი ისევ აგრძელებს: "რივერი შინაგანად და გარეგნულად მშვენიერი ადამიანი იყო — როგორც აღმოჩნდა, ამ სამყაროსთვის ზედმეტად მშვენიერი. ყოველთვის ნამდვილად ნიჭიერ ადამიანებს მისდით ხოლმე ასე ცუდად საქმე, როგორც ჩანს. რატომაა, რომ ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანები, როგორებიც რივერ ფენიქსი და ჰიტ ლეჯერი იყვნენ, კვდებიან, კიანუ რივზი კი ისევ ჩვენ შორისაა? რივერი ჩემზე უკეთესი მსახიობი იყო, მაგრამ მე უფრო სასაცილო ვიყავი. ამის მიუხედავად, ჩვენს საერთო სცენებში თავი არც მე შემირცხვენია — უბრალო ამბავი არ იყო ეს, ახლა რომ წლების შემდეგ ვუბრუნდები ამ მომენტებს."
პერი კიანუ რივზს კიდევ ერთხელ ახსენებს, როცა იუმორისტ კრის ფარლის გარდაცვალებაზე წერს.
"მისი დაავადება უფრო სწრაფად პროგრესირებადი იყო, ვიდრე — ჩემი. თანაც, სიტყვა "ჰეროინი" მე შიშის ზარს მცემდა, მას კი — არა. ჯენიფერ ენისტონის გამოსაცვლელ ოთახში კედელი მუშტით შევანგრიე, როცა ფარლის ამბავი გავიგე. კიანუ რივზი ისევ ჩვენ შორისაა! ორი კვირის შემდეგ რაც კრისი გარდაიცვალა, Almost Heroes-ის პიარზე უნდა მეზრუნა. საჯაროდ მომიწია მესაუბრა მის სიკვდილზე, რომელიც ნარკოტიკებმა და ალკოჰოლმა გამოიწვია. ამ დროს მე თვითონაც ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი."
Friends, Lovers and the Big Terrible Thing-ის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. წიგნი ოფიციალურად ხელმისაწვდომი 1 ნოემბრიდან იქნება. მემუარი ასევე მოიცავს ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ დახარჯა პერიმ დაახლოებით $9 მილიონი, რათა ალკოჰოლიზმისგან თავი დაეღწია. მსახიობი ასევე იხსენებს ფაქტს, როცა კინაღამ მოკვდა 2018 წელს ოპიუმის ზედმეტი დოზისაგან.
მოგვიანებით, PEOPLE-თან ინტერვიუში, პერიმ განაცხადა, რომ მან შემთხვევითობის პრინციპით აირჩია კიანუს სახელი.
"კიანუს დიდი ფანი ვარ. მისი სახელი შემთხვევითობის პრინციპით ავირჩიე. ეს შეცდომა იყო. ბოდიშს ვიხდი. ჩემი საკუთარი სახელი უნდა გამომეყენებინა მის ნაცვლად."
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები