ხატია დეკანოიძე

28 Oct. 2022, 14:16

რამდენიმე დღის წინ ქართულმა ოცნებამ დააანონსა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და თქვა, რომ ეს იქნება კონკრეტულად ახალი ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელი იქნება უშუალო დაქვემდებარებაში საქართველოს პრემიერმინისტრთან და რეალურად, არავითარი განმარტება დამოუკიდებლობის მექანიზმების არ წარმოადგინა. 

რეალურად, მსგავსი მიდგომა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართული ოცნების მიერ დესტრუქციას, რომლითაც ისინი არიან დაკავებული, მათ შორის 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. იმიტომ, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, ეროვნული ანტიკორუფციული დირექტორის დანიშვნა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ, იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც უნდა იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ რეალურად ჩამოყალიბებული, გათვალისწინებული და მათთან მჭიდრო, უშუალო კავშირით შექმნილი. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან. არსებობს მსგავსი კანონპროექტი პარლამენტში და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს ღარიბაშვილზე დაქვემდებარებული ინსტიტუტი [...]

[...] საქართველოში ქართული ოცნების მიერ ასე ფასადურად წარმოდგენილი კანონი და ზოგადად, დებულებები და სტანდარტები არის დესტრუქცია 12 პუნქტიდან ერთ-ერთის და რეალურად, ითვალისწინებს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ თითქოსდა ე.წ ყალბი რეფორმები გაატაროს [...] ნებისმიერი მათი ყალბი მცდელობა ანტიკორუფციული ე.წ. ყალბი სააგენტოს შექმნის კუთხით, არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტის მიმართ და აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნების მიერ გატარებული რეფორმები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, არის მხოლოდ და მხოლოდ თვალთმაქცობა და არაფერი მეტი. არავითარი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ქართული ოცნება არ აპირებს, მით უმეტეს, სააგენტოს უფროსი, რომელიც დაქვემდებარებული იქნება ღარიბაშვილთან, რომელიც გაგდებული იყო სწორედ კორუფციის გამო. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ