10 საბავშვო პერსონაჟი, რომელსაც თბილისის წიგნის დღეებზე უნდა შეხვდე
4-დან 6 ნოემბრის ჩათვლით ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის დღეებს უმასპინძლებს, სადაც, ტრადიციულად, სულაკაურის გამომცემლობა მკითხველებს არაერთი სიახლითა და საინტერესო აქტივობით დახვდება.
სტატიაში გაგაცნობთ 10 საბავშვო პერსონაჟს, რომლებიც პატარა მკითხველებს სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან დაელოდებიან.
1. პი და პო
თბილისის წიგნის დღეებზე ბავშვებს პი და პო დახვდებათ. ისინი ხან დაბადების დღეს ზეიმობენ და ხანაც სკუტერით დაქრიან. მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ერთი რამ უცვლელი რჩება — მთავარი მეგობრობაა. პი და პოსთან დამეგობრება ყველაზე პატარებსაც კი შეუძლიათ, მათი ამბები ხომ 1 წლიდან ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
2. გრუფალო
დიდი ხნის მონატრებული გმირი — გრუფალო ბავშვებთან ბრუნდება! თანაც მარტო კი არა, თავის შვილიკოსთან ერთად. ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში პატარა მკითხველები გრუფალოს და გრუფალიკოს გარდა, კიდევ სამი ამბის გმირებს გაიცნობენ და მათთან ერთად არაერთი თავგადასავალი გადახდებათ.
3. ტოპო-ტიპი
ბავშვებისთვის კარგი ამბავი გვაქვს: ონავარი პატარა თაგუნა ახალი ამბებით გვიბრუნდება. ამჯერად, ტოპო-ტიპი შიშს ამარცხებს. პატარა ამბების სერიაში ტოპო-ტიპზე უკვე 5 კრებული დაგხვდებათ. კარგად გადახედეთ სიას, პატარებს ტოპო-ტიპის არცერთი ამბავი უნდა გამორჩეთ.
4. პოპი და სემი
პოპის და სემის პატარები უკვე კარგად იცნობენ და მათი თავგადასავლებიც ბევრჯერ წაიკითხეს, ახლა კი დროა, ბავშვებმა მათი საყვარელი საკითხავი ამბებიც მოისმინონ. თბილისის წიგნის დღეებზე პატარა ამბების სერიას პოპის და სემის საკითხავი ამბები დაემატება, რომელშიც 17 მხიარული და ზღაპრული ამბავი არის თავმოყრილი. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ პატარებს კვლავაც შეუძლიათ წიგნის თითოეულ გვერდზე დამალული იხვის პოვნა.
5. პინგვივინი აინშტაინი
სულაკაურის გამომცემლობამ თბილისის წიგნის დღეებზე ლონდონის ზოოპარკის ყველაზე საზრიანი პინგვინი აინშტაინიც დაპატიჟა, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ პინგვინი სტენდს მართლაც მიაკითხავდა ზურგჩანთით! მკითხველებს, პინგვინსა და სტიუარტების ოჯახს ბევრი სახალისო და საინტერესო რამ ელით ერთად, მათ ხომ აინშტაინის ნამდვილი სახლი უნდა იპოვონ.
6. ჯეინი და მისი ცხოველები
ცხოველების მოყვარულებს თბილისის წიგნის დღეებზე ჯეინი და მისი ცხოველები დაელოდებიან. ჯეინი თავისი შინაური ცხოველების საუკეთესო მეგობარია. მართლაც, ვის არ მოუნდებოდა ისეთი მეგობრების ყოლა, როგორიც კნუტი, სახელად კნაჭა, გოჭი, სახელად ბატიბუტი და ძაღლი, სახელად კექსი არიან? ჯეინის და მისი საყვარელი ცხოველების ამბები ხან გაგაცინებთ, ხან აგატირებთ, მაგრამ ერთი რამ უდავოა — თავს აუცილებლად შეგაყვარებთ.
7. შეუდარებელი ბატონი მელია
როალდ დალის გონიერი, მამაცი და შეუდარებელი ბატონი მელია ყოველდღე იპარავს შინაურ ფრინველებს და სოროში მიარბენინებს ქალბატონი მელიასა და მელაკუდების გამოსაკვებად. შეიძლება პატარებისთვის წიგნების წაღებაც მოინდომოს, ამიტომ ექსპო ჯორჯიას დატოვებამდე, კარგად გადაამოწმეთ, ხომ ყველა წიგნი თან გაქვთ.
8. დოგმენი
თუ აღმოაჩენთ, რომ თბილისის წიგნის დღეებზე წიგნი ან რაიმე ნივთი დაკარგეთ, ნურაფრის შეგეშინდებათ! მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გამომძიებელი, ნახევრად ძაღლი და ნახევრად ადამიანი, ნამდვილი გმირი — დოგმენი კვლავაც დაგხვდებათ სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან და ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში ისე დაგეხმარებათ, რომ თან გულიანად გაცინებთ.
9. კაპიტანი ტრიკო
საგმირო საქმეებზე თუ ვლაპარაკობთ, კაპიტანი ტრიკოც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ჯორჯმა და ჰაროლდმა კაპიტანი ტრიკო თავიანთი კომიქსის ნამდვილ გმირად აქციეს. თუ წიგნი ჯერ არ წაგიკითხავს და საგონებელში ხარ ჩავარდნილი, საიდან გეცნობა ეს გმირი, შეგახსენებთ, რომ ის ძალიან ცნობილი მულტფილმის მთავარი პერსონაჟია.
10. პადინგტონი
ყველაზე კეთილი, მზრუნველი და დაუზარელი დათვი, რომელიც შორეული პერუდან ლონდონში ჩავიდა, ახლა უკვე თბილისის წიგნის დღეებზე დაგელოდებათ. პადინგტონის სასაცილო და კეთილი ამბები მკითხველებს დათვის სახლში წაყვანის შემთხვევაში, არაერთ თავგადასავალს ჰპირდება.
იმედია, კარგად დაიმახსოვრეთ ყველა პერსონაჟი და მათი ამბები. შეგახსენებთ, რომ 4-დან 6 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის წიგნის დღეებზე თითოეული მათგანის გაცნობას სულაკაურის გამომცემლობის სტენდთან შეძლებთ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები