ალექსანდრე კობაიძე

31 Oct. 2022, 11:38

ჩემი სხეულის მესაკუთრე არის უფალი ღმერთი, ეგ შემიძლია ვთქვა. სამართლებრივად როდესაც აფასებთ, რომ ადამიანს აქვს საკუთრების უფლება თავის სხეულზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უტრირება და არაფერ კავშირში არ არის სამართალთან. [...]

ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, არამატერიალური სიკეთის დაცვა — ამ შემთხვევაში სხეული რომელია? საკანონმდებლო ორგანოში ასეთი რამე დარეგულირებული არ არის, სამართლებრივად თუ მეკითხებით. სამოქალაქო ურთიერთობებში ვერ იქნება სხეული განცალკევებულად ნივთი [...]

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ რომ ხელი მოიჭრათ ან ფეხი და კანონიერად თუ უკანონოდ ეს ნივთი გაასხვისოთ. თქვენ ხომ იძახით, რომ თქვენი ნივთია, კანონიერად ეს როგორ წარმოგიდგენიათ, თქვენ გვერდით მსხდომს სთხოვოთ, რომ ერთი ხელი მომეცით, თუ შეიძლება და შემდეგ დაგიბრუნებთ. ამიტომ ეს არის უტრირება. 

ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ალექსანდრე კობაიძემ დღეს, პარლამენტში ისაუბრა, სადაც ომბუდსმენობის კანდიდატებს უსმენენ. კობაიძეს გირჩის დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჰკითხა, არის თუ არა ადამიანი თავისი სხეულის მესაკუთრე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ