მენეჯერთა ხელფასი საშუალოსთან შედარებით 85%-ით მაღალია, კაცების ხელფასი კი ქალებისას 46%-ით აჭარბებს
2021 წელს ყველაზე მაღალ 2 415 ლარიან (ხელზე ასაღებად 1 893 ლარი) ხელფასს მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულები იღებდნენ, ყველაზე დაბალ 674 ლარს (ხელზე — 528 ლარი) არაკვალიფიციური მუშაკები. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელფასი შემოსავლების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მისი ზრდის ტემპი პოზიციებისა და სქესის მიხედვით სხვადასხვანაირია.
- საშუალო ხელფასი მუდმივად იზრდება, მაგრამ ზოგჯერ მას ინფლაცია ასწრებს;
- 2021 წელს საშუალო ხელფასი 9,6%-ით გაიზარდა, წლის ბოლოს კი ინფლაციამ 13,9%-ს მიაღწია;
- კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას —ბოლო მონაცემებით, კაცების საშუალო ხელფასი ქალებისაზე 46%-ით მაღალია.
დეტალები: სხვა სფეროებში ხელფასები ასე გადანაწილდა.
- სპეციალისტ-პროფესიონალები — 1 334 ლარი (ხელზე 1 046 ლარი);
- საშუალო — 1 305 ლარი (1 023 ლარი);
- ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები — 1194 ლარი (936 ლარი);
- ხელოსნები — 1 139 ლარი (893 ლარი);
- ოფისის დამხმარე პერსონალი — 1145 ლარი (898 ლარი).
ყველაზე დაბალი ხელფასები შემდეგ სამ სფეროში დაფიქსირდა:
- მომსახურება და გაყიდვები — 912 ლარი (715 ლარი);
- სოფლის მეურნეობა — 792 ლარი (621 ლარი);
- არაკვალიფიციური მუშახელი — 674 ლარი (528 ლარი).
ხელფასებს შორის სხვაობა სქესის ნიშნითაც გამოიკვეთა. 2021 წელს კაცების საშუალო ხელზე ასაღებმა ხელფასმა 1 206 ლარი შეადგინა, ქალების ხელფასმა — 828 ლარი.
- კაცების საშუალო ხელფასმა ქალების საშუალო ხელფასს თითოეულ სფეროში გადააჭარბა.
გასათვალისწინებელია, რომ დასაქმებულთა უმრავლესობის ხელფასი საშუალოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
- საქსტატიც ცნობით, 2021 წელს ხელზე ასაღებმა მედიანურმა ხელფასმა 705 ლარი შეადგინა — საშუალოსთან შედარებით 318 ლარით ნაკლები.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები