სიახლე თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში — სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ბიზნესის პოპულარიზაციისთვისა და ბიზნესსექტორის განვითარების მიზნით 2016 წელს დაარსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. 2016 წლიდან დღემდე კონკურსში მონაწილეობა 3 000 კომპანიამ მიიღო. ორგანიზატორებმა კი ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და პროექტი რამდენიმე ახალი, მნიშვნელოვანი კომპონენტით გაამრავალფეროვნეს.
ერთ-ერთი განსაკუთრებული სიახლე წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილე კომპანიებისთვის იქნება ახალი, სპეციალური ჯილდო — გენდერული თანასწორობისთვის, რომელიც თიბისიმ პროექტის ერთ-ერთ პარტნიორთან — გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) ერთად დააწესა.
თიბისი აცხადებს, რომ ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობისთვის წლებია, აქტიურად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში დასაქმებულთა 70%-ზე მეტი ქალია. თიბისი ყოველწლიურად ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, პროფესიულ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას, თუ გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
2021 წელს ავსტრიის განვითარების ბანკმა (OeEB) თიბისი საქართველოში ქალთა გაძლიერების მიმართულებით სამაგალითო კომპანიად დაასახელა.
იმავე წელს, თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა.
2022 წელს თიბისი პირველი კერძო კომპანია გახდა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.ბანკი წლებია, აქტიურად თანამშრომლობს კომპანიებთან, რომელთა მიზანია ქალთა გაძლიერება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კი ტექნოლოგიებში. ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორიცაა:
პროგრამა 500 ქალი ტექნოლოგიებში, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო, Women Techmakers Georgia-ს მიერ ორგანიზებული კამპანია #ProgressNotPerfection.
წელს კი, თიბისისა და UN Women-ის ერთობლივი გადაწყვეტილებისა და ძალისხმევის შედეგად, ქალთა გაძლიერების მიმართულება ბიზნესდაჯილდოების პროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლედ იქცა!
"გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გენდერული თანასწორობის მისაღწევად საქართველოში კერძო კომპანიების მობილიზება 2016 წლიდან დაიწყო. ქალთა გაძლიერების პრინციპები ის საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს ბიზნესებთან და დღეისათვის მხოლოდ საქართველოში, ჯამში 151 კომპანია ამ პრინციპების ხელმომწერია. ამ კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების არსებობა, რომლებიც მათ მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს წაახალისებს და თანამშრომლებს მოტივაციას აუმაღლებს. თიბისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ასეთ მასშტაბურ პროექტს - ბიზნესდაჯილდოებას, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებითაც ვითანამშრომლოთ მათთან და ერთად დავგეგმეთ ახალი ინიციატივა — სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობისთვის. ეს ჯილდო გადაეცემა ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილე და გამარჯვებულ იმ კომპანიას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თანამშრომელი ქალების, ან ზოგადად — ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის", — ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი, ელენე გაბელაია.
"ყველა კომპანიას, რომელიც მუშაობს ქალთა გაძლიერების მიმართულებით, შეუძლია შემოიტანოს განაცხადი ბიზნესდაჯილდოების პროექტში, მონიშნოს აპლიკაციაში ეს კატეგორია და აღწეროს, რა აქვს გაკეთებული ამ მიმართულებით. განიხილება როგორც შიდა ორგანიზაციული, ასევე ზოგადად საზოგადოებაზე ორიენტირებული ინიციატივები, რომელთა მიზანიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა. კრიტერიუმები გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად შევიმუშავეთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნესიდეისა თუ პროექტის მასშტაბურობა, პროგრესი და, რა თქმა უნდა, ბიზნესის მდგრადობა. მნიშვნელოვანია, ასევე, პროექტის ბენეფიციარების ჩართულობა იდეის განხორციელების პროცესში და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება თუ დანერგვა. ზოგადად კი, აუცილებელია, კომპანიებს გააზრებული ჰქონდეთ, რა მნიშვნელობა აქვს ქალთა გაძლიერებას, რა კონკრეტული ქმედებებია ამისთვის საჭირო, რა ბარიერები არსებობს და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ქალთა გაძლიერების პროცესს, რადგან კვლევებით დასტურდება ქალების აქტივობის როლი არა მხოლოდ ზოგადად საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით, არამედ ბიზნესში და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაშიც" — ამბობს თიბისი ბანკის გარემოს დაცვის სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი,მაკა ბოჭორიშვილი.
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
კომენტარები