დიდ დიღომში გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების საქმეზე ორმა არასრულწლოვანმა თბილისი ენერჯის სასამართლო მოუგო
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: საქმე 2019 წელს დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ეხება, რომლის შედეგადაც ოთხი ადამიანი, მათ შორის, ქალი და მისი 4 წლის შვილი დაიღუპა.
- დედისა და ძმის დაღუპვის შემდეგ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი ორმა არასრულწლოვანმა შეიტანა.
- ორგანიზაციის ცნობით, კომპანიის თანამშრომლებმა, ოსტატმა და ზეინკალმა არ შეასრულეს კანონმდებლობითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით დაკისრებული ვალდებულება.
- კერძოდ, სრულად უნდა შეემოწმებინათ მთლიანი სადარბაზო, თითოეულ სართულზე ბინები, ლიფტის შახტა და სათავსო.
- ასევე, არ მიუღიათ პრევენციული ზომა შესაძლო ავარიის თავიდან ასაცილებლად და ადგილის დატოვებიდან დაახლოებით ორ საათში გაჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირი აფეთქდა.
დეტალები: საიას ცნობით, თბილისის ენერჯის თანამშრომლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ 2201 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის გამო 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
- ეს მუხლი გულგრილობას გულისხმობს და გამოიხატება სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირების სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში.
ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ აფეთქების სამი კერა არსებობდა — კორპუსის ერთი კონკრეტული ბინა, ლიფტის შახტა და სადარბაზო.
- ორგანიზაციის განცხადებით, კომპანია აპელირებდა იმაზე, რომ აფეთქება ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ განაპირობა, რაზეც, მოპასუხის მითითებით, პასუხისმგებლობა ბინის მესაკუთრეს ეკისრებოდა.
- "მოპასუხე უარყოფდა თანამშრომლების გულგრილობის ფაქტს, რომლებსაც ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინათ, ისინი აღმოაჩენდნენ გაჟონვის კერებს და მოსახლეობას შეეზღუდებოდა ბუნებრივი აირის მიწოდება, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული მომხდარი ტრაგედია".
- როგორც საიაში აღნიშნავენ, ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ აფეთქების ამ მასშტაბს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბინაში მომხდარი აფეთქება ვერ გამოიწვევდა.
სასამართლომ მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია თბილისი ენერჯის, როგორც დამსაქმებლისა და ლიცენზიატი კომპანიის პასუხისმგებლობაზე სრულად გაიზიარა.
- შედეგად, კომპანიას არასრულწლოვანი მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა სარჩოს გადახდა დედის გარდაცვალებიდან სრულწლოვანების ასაკს მიღწევმდე;
- ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5 ათასი და 2 ათასი ლარით.
- დედისა და ძმის გარდაცვალებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეული მოსარჩელისთვის 50-50 ათასი ლარის ოდენობით.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები