პროგოჟინმა "აღიარა", რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა — რას ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი
რუსმა ოლიგარქმა და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, რომელიც ცნობილია როგორც "პუტინის მზარეული", როგორც ჩანს, აღიარა რუსეთის ჩარევა აშშ-ის არჩევნებში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროგოჟინი ოფიციალურად დაადანაშაულეს რუსეთში დაფუძნებული "ტროლების ფერმების" დაფინანსებაში, რომლითაც ცდილობენ გავლენა მოახდინონ აშშ-ს პოლიტიკაზე.
- 2022 წლის ივლისში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა 10 მილიონი დოლარის ჯილდო მათთვის, ვინც პრიგოჟინის მიერ აშშ-ს არჩევნებში ჩარევაზე ინფორმაციას მოიპოვებდა.
- კრემლს ამერიკის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ სულ მცირე 2016 წლიდან, როდესაც რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა დემოკრატიული ეროვნული კომიტეტისა და ჰილარი კლინტონის კამპანიის თავმჯდომარის ჯონ პოდესტასგან ელფოსტები გატეხეს.
დეტალები: პროგოჟინის თქმით, რუსეთი ერეოდა, ერევა და გააგრძელებს ჩარევას აშშ-ს დემოკრატიულ პროცესში.
- ასე უპასუხა პრიგოჟინმა რადიო თავისუფლების უცხოური ბიუროს ჟურნალისტის შეკითხვას გამოცემა Bloomberg-ის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ რუსი ბიზნესმენი აშშ-ს 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ჩარევას აპირებდა.
- "ფრთხილად, ზუსტად, ქირურგიულად და ჩვენებურად, ისე, როგორც ვიცით. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციებით ამოვჭრით ორივე თირკმელს და ღვიძლს ერთიანად", — ამბობს პრიგოჟინი.
აშშ: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონისთვის სიახლე არ ყოფილა პრიგოჟინის განცხადება არჩევნებში მოსკოვის ჩარევის შესახებ.
- სპიკერი ნედ პრაისი აღნიშნავს, რომ ამერიკა არ დაუშვებს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ეცადონ ამას.
- პრაისი აცხადებს, რომ აშშ-მ ყველაფერი გააკეთა 2018 წლის არჩევნებში ჩარევის გამოსაძიებლად.
- ამბობს, რომ საარჩევნო პროცესებსა და ინსტიტუტებში ჩარევისთვის, ქვეყანამ სანქციები დაუწესა პრიგოჟინს. შეიქმნა ინტერნეტის კვლევის სააგენტო, "მავნე კიბერ აქტორების" აღმოსაჩენად.
- პრაისის განცხადებით, ეს არის დაუსჯელობის დემონსტრირება, რომ ვინმეს სადმე შეუძლია, იამაყოს სხვა სუვერენული ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევით.
კონტექსტი: 8 ნოემბერს აშშ-ში სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს ირჩევენ.
- არჩევნების შედეგები გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა პრეზიდენტ ბაიდენის დემოკრატიული პარტია უმრავლესობას წარმომადგენელთა პალატასა და სენატში.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები