რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაზრდილია — რა ვიცით
2022 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა და რუსეთიდან გადმორიცხული თანხების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ რუსეთზე მზარდ ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლა და სხვა მონაცემებია განხილული.
რატომ არის მნიშვნელოვანი: რისკების მინიმიზაციის მიზნით ეკონომისტების რეკომენდაცია ბაზრების დივერსიფიცირებაა — ამასთანავე დამოკიდებულების ზრდა განსაკუთრებით სახიფათო რუსეთზეა.
- რადგან, ის არასანდო პარტნიორი და აგრესორი სახელმწიფოა, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეუძლია ემბარგოს გამოცხადება.
- გარდა ამისა, საერთაშორისო სანქციები რუსეთს აღარიბებს და მის ეკონომიკურ მიმზიდველობას ამცირებს.
დეტალები: უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთიდან გაზრდილია როგორც საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, ასევე შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა და ფულადი გზავნილები.
- მარტიდან მაისის ჩათვლით საქართველოში 9 500 რუსული კომპანია დარეგისტრირდა — 10-ჯერ მეტი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;
- მარტიდან დარეგისტრირებული კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა;
- აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 400%-ით გაიზარდა და $1 მილიარდს გადააჭარბა.
- 9 თვეში რუსეთში ექსპორტი 11%-ით და იმპორტი 73%-ით გაიზარდა;
- აგვისტო-სექტემბერში რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ პანდემიამდელ პერიოდს გადააჭარბა.
გარდა იმისა, რომ ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა, ცალკეულ პროდუქციაზე შენარჩუნდა ან გაიზარდა დამოკიდებულებაც. კერძოდ:
- ღვინის ექსპორტში რუსეთზე დამოკიდებულება 54,7%-დან 63,1%-მდე გაიზარდა;
- ხორბლის/ფქვილის იმპორტის 96% რუსულია;
- რუსეთის წილი საწვავის იმპორტში 18%-დან 44%-მდე გაიზარდა.
ტურიზმსა და ფულად გზავნილებში შეინიშნება, როგორც თანხობრივი, ასევე წილობრივი ზრდა:
- 2019 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილმა 15,7% შეადგინა, 2022 წელს — 20%;
- იანვარ-სექტემბერში 18%-დან 40%-მდე გაიზარდა რუსეთის წილი ფულად გზავნილებში.
საერთაშორისო გამჭვირვალობამ ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად რამდენიმე რეკომენდაცია გასცა:
- თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების უფრო მეტ სახელმწიფოსთან გაფორმება;
- იმ დარგების სუბსიდირების შეწყვეტა, რომელიც პოტენციურად რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის.
IDFI-ის კვლევის თანახმად, მარტიდან რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ბანკებში გახსნილი ანგარიშების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა.
- 31 აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო ანგარიში საქართველოში რუსეთის 60 000 მოქალაქეს ჰქონდა გახსნილი;
- რუსეთის მოქალაქეების ანაბრებზე არსებული თანხის მოცულობა 3-ჯერ გაიზარდა და 1,9 მილიარდ ლარს მიაღწია.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები