რას პასუხობს ნიკა მელია ენმ-ს წევრების მოთხოვნას არჩევნებზე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თანაგუნდელების ბრიფინგს ენმ-ის თავმჯდომარემ ბრიფინგითვე უპასუხა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაციები ენმ-ში არსებულ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე, რასაც ოფიციალურად არ ადასტურებდნენ.
- დღეს პარტიის წევრთა ნაწილმა ყველა დონეზე შიდა პარტიული არჩევნები მოითხოვა.
- მათი თქმით, თავიდან უნდა აირჩიონ პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და საჭიროა თავმჯდომარის არჩევნებიც.
დეტალები: ნიკა მელია ამბობს, რომ მისი კოლეგების ბრიფინგიდან ახალი არაფერი უთქვამთ და ამ საკითხებზე შიდაპარტიული, აქტიური, ყოველდღიური მსჯელობა მიმდინარეობდა კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
- აცხადებს იმასაც, რომ უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს რა იყო ამ საკითხის "ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად" გამოტანის რეალური მიზეზი და მიზანი, მაშინ, როცა ევროპარლამენტის განცხადებებზე უნდა ესაუბრათ.
- მისივე თქმით, ამ კონსულტაციების ფარგლებში, პარტიის შიგნით არჩევნების საკითხი დააყენა თვენახევრის წინ, რასაც ესწრებოდნენ ის თანაგუნდელებიც, ვინც დღეს ბრიფინგი გამართა.
- "არჩევნების საკითხზე იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ, როდის და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები. თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული — არის არჩევნები, ღია საჯარო და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩართულობით", — განაცხადა მელიამ.
- და დაამატა, რომ მზად არის და იქნება, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ტიპის არჩევნებში, მითუმეტეს მაშინ, როცა "არც თუ ისე ცოტა სათქმელი დაუგროვდა".
მელიამ განაცხადა, რომ დეტალების თაობაზე, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები პარტია იმსჯელებს.
- "მათ შორის იმ ადამიანების თანამონაწილეობით, რა თქმა უნდა, ვინც დღეს ჩემი ღრმა რწმენით, გააკეთეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც როგორც ჩანს, შორსმიმავალი გეგემები აქვს", — თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ.
- მისივე განცხადებით, რაც შეიძლება სრაფად, არჩევნები ორგანიზებული უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის "მრავალი ათასი და ათიათასობით ამომრჩევლით" და იმედს იტოვებს, რომ უახლოეს მომავალში გამოუჩნდება კონკურენტი.
- პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპონენტთან ისაუბრებენ მხოლოდ სიმართლეზე და ენმ-ის ამომრჩეველს მიეცემა გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, "რომელიც ხელს შეუწყობს პარტიის განვითარებას და აქედან გამომდინარე ქვეყნის განვითარებას".
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
კომენტარები