უკრაინა ხერსონიდან გასვლაზე რუსეთის განცხადებებს არ ენდობა
ოფიციალური პირები რუსების სარდლობის განცხადებებს ხერსონის დატოვების შესახებ არაერთგვაროვნად აფასებენ, "დადგმულ შოუს' და რუსეთის მორიგ პროვოკაციას უწოდებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხერსონი პირველი ქალაქია, რომელიც ოკუპანტებმა დაიკავეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
- რუსეთმა ხერსონის ანექსია გამოაცხადა და რეგიონს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, —ამიტომ რუსეთის თავდაცვის დღევანდელი განცხადება "საკუთარი" ქალაქის დათმობას ნიშნავს.
შეფასებები: "ნაადრევია ვისაუბროთ ხერსონის განთავისუფლებაზე", — განაცხადა TV Rain-ის ეთერში ოპერატიული სარდლობის სამხრეთის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა.
- გუმენიუკი ხერსონიდან ჯარების გაყვანის შესახებ განცხადებას რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ "სახის გადარჩენის" და უკრაინის ჯარის დემონიზაციის მცდელობას უწოდებს.
- მისი თქმით, რეალური სამხედრო ოპერაცია მოითხოვს ინფორმაციული დუმილის რეჟიმს, რუსეთის სარდლობის განცხადება, შესაძლოა იყოს "ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ოპერაციის ელემენტი".
- გუმენიუკის ინფორმაციით, ხერსონის მახლობლად შექმნილია თავდაცვის ხაზები და რეგულარული რუსული ჯარები ადგილზე არიან.
- "თუ რუსები რამეს ამბობენ, საწინააღმდეგოს აკეთებენ", — ასე გამოეხმაურა ნიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი რუსების განცხადებას.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სავარაუდოდ ამ ფაქტს ასე ეხმაურება, — "ზოგი ფიქრობს, რომ ძალიან ეშმაკია, მაგრამ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ".
გარდა ამისა, ალექსეი არესტოვიჩი რუსების ხერსონიდან გასვლას ასე გამოეხმაურა:
- "რუსეთის ჯარი არ ტოვებს ხერსონს, რუსეთის ჯარი ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ჯარებმა გააძევეს".
- "ნაადრევად ნუ ჩავარდებით ეიფორიაში: რასაც არ უნდა ამბობდნენ რუსები, ენდეთ მხოლოდ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს", განაცხადა ხერსონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იაროსლავ იანუშევიჩმა.
- "უკრაინა ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსები უბრძოლველად ტოვებს ხერსონს. ქალაქში რჩება რუსული ჯგუფების მნიშვნელოვანი ნაწილი. უკრაინა ტერიტორიებს ათავისუფლებს დაზვერვის მონაცემების და არა დადგმული სატელევიზიო განცხადებების საფუძველზე" — ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ხერსონიდან რუსების გასვლაზე განცხადებას.
სტრიქონებს შორის: 9 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის "იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ მომენტში ვითარდება".
- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, რუსეთის სავარაუდო მზაობას მოლაპარაკებებისთვის უკრაინა განიხილავს, როგორც დროის მოგების და სიტუაციის თავის სასარგებლოდ შეცვლის მცდელობებს.
- "რუსი ოფიციალური პირები იწყებენ მოლაპარაკებების გახსენებას ყოველ ჯერზე, როცა რუსული ჯარები მარცხდებიან ბრძოლის ველზე. მოსკოვი არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის აღდგენით".
- "დიალოგისთვის მზადყოფნის სიმულაციური გზით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს დრო მოიგოს დანაყოფების გადაჯგუფებისთვის, მოამზადოს ახლახან მობილიზებული რუსები, მოაგვაროს იარაღის ნაკლებობის საკითხი, აღმოფხვრას ლოჯისტიკის ხარვეზები და შემდეგ განახლებული ენერგიით წამოიწყოს აგრესიის ახალი ტალღები. ეს უკვე გავიარეთ 2014-2015 წლებში." — განმარტავს ნიკოლენკო.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ხერსონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე დასკვნის გაკეთება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი.
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
კომენტარები