ლევან ხაბეიშვილი

11 Nov. 2022, 01:28

კობახიძე გამოხტა, ათას სისულელეს ლაპარაკობს. ჯერ ერთი, საიდან იცის ეს ამბავი? ან გვისმენს, ან ყური აქვს მოდებული, ან სუს-ის აგენტებით ამ ინფორმაციებს გებულობს. კანდიდატებს ასახელებს, ეს იქნება, ის იქნება და ათას სისულელეს. [...]

ეს არჩევნები უპრეცედენტოდ ღია უნდა იყოს. ფანტასტიური იყო, როცა ნიკა მელიამ 13 000 ამომრჩევლის ხმა მიიღო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან აქტიური არჩევნები და უნდა მიიღოს 50 000-მა და მეტმა [ადამიანმა] და ვარ ამაში დარწმუნებული. [...]

გუშინ ახსენა, სხვათა შორის, ნიკა მელიამ, აბსოლუტურად მივესალმები, რომ ათიათასობით ჩვენს მხარდამჭერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა. 20 000 მონაწილეობდა? — მიიღებს 50 000. და აი, 50 000 ადამიანი როცა მიიღებს მონაწილეობას და ასეთი ლეგიტიმაცია როცა ექნება [თავმჯდომარეს], ძალიან კარგადაც რომ გავძლიერდებით, ერთმანეთს ხელსაც რომ ჩამოვართმევთ და მერე ბრძოლასაც რომ ერთად გავაგრძელებთ, მერე იკრიჭოს ირაკლი კობახიძემ და გვითვალოს, ვინ, ვის, სად უპირისპირდება. დაივიწყოს ყველამ, პარტიაში არანაირი დაპირისპირება არ იქნება. ის რომ განსხვავებული პოზიციები გვაქვს, არაფერს არ ნიშნავს. მეტიც, ნიშნავს იმას, რომ პარტია გაძლიერდება ამ პროცესებიდან.

ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. ენმ-ში პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ითხოვენ, რაზეც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს "ძალაუფლებისა და კეზერაშვილის ფულის გაყოფის პროცესია".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის

რა ხდება: საქართველოში მოქმედი 120 ორგანიზაცია ერთობლივად აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღების სახით, ქვეყანაში…