ხერსონიდან გაქცეულმა რუსებმა თან ანტონოვკას ხიდიც გაიყოლეს
დღეს, 11 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტონოვკას ხიდი, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს, ჩაინგრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტონოვკის ხიდი ერთადერთი გადასასვლელია მდინარე დნეპრზე და ქალაქ ხერსონს მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებს.
- სწორედ მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ რუსული ჯარები, მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრმა ოლქის დატოვების ბრძანება გასცა.
- შესაბამისად, ხერსონიდან გასულმა რუსებმა "უკან დასაბრუნებელი გზა" არ დაიტოვეს და ხიდიც, სავარაუდოდ, იმ მიზნით ააფეთქეს, რომ უკრაინელების წინსვლა შეეჩერებინათ, რომლებიც ოლქზე კონტროლს იბრუნებენ.
- რუსეთი ამ ხიდს ხერსონში დისლოცირებული სამხედროებისთვის მარაგის მიწოდებისთვის იყენებდა.
დეტალები: დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს ანტონოვსკას ხიდი მდინარე დნეპრზე და იქვე მდებარე სარკინიგზო ხიდიც.
- "ზარალის ბუნებიდან გამომდინარე, რუსებმა ააფეთქეს. არტილერია ამას ვერ შეძლებდა", — ამბობს ხერსონელი ჟურნალისტი.
- რუსმა პროპაგანდისტმა დანგრეული ანტონოვსკის ხიდის ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ რუსებმა ხიდი ააფეთქეს მას შემდეგ, რაც სამხედროებმა ხერსონის მარჯვენა სანაპირო დატოვეს.
- თუმცა, როგორც Unian წერს, ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ რუსებმა მოახერხეს მარცხენა სანაპიროზე გადასვლა.
- ამის არგუმენტად ტელეგრამში გავრცელ ვიდეოებსაც იყენებენ, სადაც ჩანს, რომ "მსოფლიოს მეორე არმია" ხერსონს ფეხით ტოვებს.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეს დილით მათ დაასრულეს "რუსული ჯარების ნაწილების გადაყვანა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე".
- რუსეთის პროპაგანდისტული მედია, რია ნოვოსტი ამტკიცებს, რომ ხერსონის დატოვებისას, არცერთი სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა მარჯვენა სანაპიროზე, ტერიტორია კი დატოვა ყველა რუსმა სამხედრომ.
კონტექსტი: 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსები ხერსონს ტოვებენ. მას შემდეგ, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის მიერ გათავისუფლებული დასახლებების შესახებ.
- რუსეთმა ხერსონის ანექსია გამოაცხადა და რეგიონს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს — ამიტომ რუსეთის თავდაცვის განცხადება "საკუთარი" ქალაქის დათმობას ნიშნავს.
- ხერსონი პირველი ქალაქია, რომელიც ოკუპანტებმა დაიკავეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები