ხერსონი თავისუფალია
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი ჯარების დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანა დაასრულეს. მოგვიანებით კი უკრაინულ მედიებზე გავრცელდა არაერთი ფოტო-ვიდეო, რომლებშიც ჩანს, როგორ შედიან უკრაინელი სამხედროები გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხერსონი სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობის ქალაქია, რომლის ოკუპაცია რუსულმა ჯარებმა ჯერ კიდევ ომის დასაწყისშივე მოახდინეს.
- 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ "რთული გადაწყვეტილება" მიიღო და ხერსონიდან სამხედრო ტექნიკის და პერსონალის გაყვანის ბრძანება გასცა.
- გენერალ სუროვიკინის განმარტებით, გადაწყვიტეს თავდაცვის ორგანიზება მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, მეტწილად რუსი სამხედროების "სიცოცხლის გადარჩენას მიზნით".
- შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხერსონის ანექსია გამოაცხადა და საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს — ამიტომ ჯარების გაყვანა "საკუთარი" ტერიტორიის დათმობას ნიშნავს.
- უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები განმარტავენ, რომ რუსები ხერსონს კი არ ტოვებენ, ისინი გააძევეს.
დეტალები: რუსეთის პროპაგანდისტული მედიების ცნობით, ხერსონის დატოვებისას, არც ერთი სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა მარჯვენა სანაპიროზე, ტერიტორია კი დატოვა ყველა რუსმა სამხედრომ.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, რუსები სამარცხვინოდ გარბიან ბრძოლის ველიდან და შურისძიების მიზნით სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებენ.
- მათ ანტონოვსკას და იქვე მდებარე სარკინიგზო ხიდიც ააფეთქეს და ფეხით გააგრძელეს გზა დნეპრის მარცხენა ნაპირისკენ.
- ხიდის აფეთქებით ოკუპანტებმა უკან დასაბრუნებელი გზა მოიჭრეს და თან სცადეს, ხელი შეეშალათ უკარაინელების წინსვლისთვის, რომლებიც ეტაპობრივად ამყარებენ კონტროლს ოლქზე.
გათავისუფლებულ ქალაქში უკრაინელ ჯარისკაცებს ოვაციებით და შეძახილებით ხვდებიან.
- მოქალაქეები მადლობას უხდიან მებრძოლებს და ეუბნებიან, რომ იმედი ჰქონდათ და ელოდნენ.
- "დიდება უკრაინას, დიდება ერს, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს" — სკანდირებენ ისინი.
შეფასებები: ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, "შთამაგონებელია იმის დანახვა, რომ მამაც უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის გათავისუფლება"
- ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, "უკრაინის დიდი გამარჯვება, რომელიც ხერსონის ოლქში გრძელდება, უკანასკნელი არ იქნება".
- "ბრძოლა სამხრეთის ღერძზე გაგრძელდება, დონეცკის ოლქში, ბახმუტში (ერთადერთი ადგილი, სადაც რუსული ძალები ჯერ კიდევ ცდილობენ მნიშვნელოვანი შეტევებს), ხოლო ჩრდილოეთ ლუგანსკის ოლქში უკრაინის ძალები აგრძელებენ კონტრშეტევის ოპერაციებს," — წერს ISW.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები