5 რჩევა მათ, ვინც მთების გადადგმას აპირებს
ყველას გვქონია მომენტი, როცა რაღაც იდეა ჭკუაში დაგვიჯდა, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს ან იქნებ ყოველდღიურ რუტინაში, წვრილმან საქმეებში თავჩარგულებმა მიზანს მომწიფების საშუალება არ მივეცით.
მთების გადადგმა არც ისე რთულია, თუ საკუთარ გულის ხმას მიჰყვები, მიზნის შესასრულებლად თავს გადადებ და პირველივე წარუმატებლობაზე ყურებს არ ჩამოყრი. ამ სტატიაში 5 რჩევას მოგცემთ, რომლებიც მთების გადადგმას გაგიმარტივებს.
1. თუ იდეა ჭკუაში დაგიჯდა, ცდად ღირს
ხშირად გვაქვს იდეა, რომელიც მოსვენებას გვიკარგავს და გამუდმებით მის შესრულებაზე ვფიქრობთ, თუმცა ეჭვი გვეპარება, რამდენად შესაძლებელია მისი რეალობად ქცევა. გახსოვდეს, რომ ხშირად ეჭვები, თავდაჯერების ნაკლებობა თუ მოტივაციის არქონა ხელს გვიშლის და საშუალებას არ გვაძლევს, რომ მართლაც გამორჩეული იდეა რეალობად ვაქციოთ, ამიტომ ნუ შეშინდები, გულისთქმას მიენდე და სცადე, იქნებ პროცესში მიხვდე, რომ სწორ გზას ადგახარ.
2. შეიძლება ერთი სული გაქვს, მაგრამ მიზნის მომწიფებას დრო სჭირდება
როგორც უკვე ვთქვით, იდეა, რომელიც ჭკუაში გვიჯდება, ცდად ღირს, მაგრამ ისიც არ დაივიწყო, რომ ხშირად ერთი სული გვაქვს, როდის მივაღევთ მიზანს და მას მომწიფების საშუალებას არ ვაძლევთ. სანამ აქტიურ მოქმედებას დაიწყებ, კარგად დაფიქრდი, ყველაფერი აწონ-დაწონე და მიზანს მომწიფების საშუალება მიეცი, ამის შემდეგ კი მისი შესრულებისთვის თავი გადადე.
3. გახსოვდეს, ჩიტი ბრდღვნად ღირს
ხშირად შრომის შედეგის დანახვისთვის დიდი დრო და თავდაუზოგავი მონდომებაა საჭირო და შეიძლება დემოტივირებულმა ისიც კი იფიქრო, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს. გახსოვდეს, ეს ასე სულაც არაა — როცა ვიღლებით, ეჭვი გვჭამს, თუმცა ეს სამუშაოს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ახალ პერსპექტივას, სირთულეების გადაჭრის კრეატიულ გზებს გვიხსნის.
4. ნუ დაივიწყებ, რომ ჭია გაიხარო
იმ მომენტებში, როცა ჩათვლი, რომ ჩიტი ბრდღვნად არ ღირს, მოეშვი, საკუთარი ჭია გაახარე, საკუთარ თავს განტვირთვის საშუალება მიეცი და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელე შრომა მთების გადასადგმელად. ჭიის გახარება ზოგს ფუჭად დაკარგული დრო ჰგონია, მაგრამ, რეალურად, ეს საკუთარი სურვილების პატივისცემა და საკუთარ თავზე ზრუნვაც კი არის. მეტიც, ჭიის გახარება უცილებელია, რათა ძალების აღდგენა და გაათკეცებული სულისკვეთებით წინსვლა შევძლოთ.
5. თუ მოინდომებ, ვარსკვლავებთან თამაშს აუცილებლად შეძლებ!
იმისთვის, რომ მთების გადადგმა შეძლო, საქმისთვის თავი უნდა გადადო და არც ის უნდა დაივიწყო, რომ ამ პროცესში შეცდომების დაშვება, მოტივაციის დაკარგვა და ჩიხში შესვლაც ბუნებრივია. მთავარია მოინდომო, შრომა სასიამოვნო, თანმიმდევრულ პროცესად აქციო და ერთ დღეს ვარსკვლავებთან თამაშს აუცილებლად შეძლებ.
თუ იდეა ჭკუაში გიჯდება, ფიქრობ, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირს, საკუთარ ჭიასაც ახარებ და ვარსკვლავებსაც ეთამაშები, მაშინ სანერვიულო არაფერია. ნამდვილად სწორ გზას ადგახარ და გახსოვდეს, რაც უნდა მოხდეს, თიბისი დაზღვევის იმედი შეგიძლია ყოველთვის გქონდეს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები