უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის სტაბილიზაციის პროცედურებს იწყებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 11 ნოემბერს უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა.

  • რუსეთმა ხერსონის ანექსია გამოაცხადა და საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს — ამიტომ ჯარების გაყვანა "საკუთარი" ტერიტორიის დათმობას ნიშნავს.
  • უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები განმარტავენ, რომ რუსები ხერსონს კი არ ტოვებენ, ისინი გააძევეს.

დეტალები: როგორც ზელენსკი ამბობს, საუბარია როგორც საკომუნიკაციო ხაზებზე, ასევე, წყალზე, გათბობასა და ელექტროენერგიაზე.

  • "რუსებს ყველგან ერთი და იგივე მიზანი აქვთ — ხალხის მაქსიმალურად დამცირება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ, დამიჯერეთ".
  • მისივე ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარებმა ხერსონის ოლქში 60-ზე მეტი დასახლება აიღეს.