გინდა, ვარსკვლავებს ეთამაშო? — აი, 5 რჩევა ნამდვილი ვარსკვლავებისგან
დღის ბოლოს, იმ მცირე ხნის განმავლობაში, ბალიშზე თავის დადებიდან ჩაძინებამდე რომ გვაქვს, ბევრი ჩვენგანი ოცნებობს. თვალებდახუჭულს რაღაცების წარმოდგენა უფრო მკაფიოდ შეგვიძლია ხოლმე — ჰოდა, ასე, ზოგს ოსკარი გვიკავია ხელში, ზოგიც მსოფლიო ტურნეში მივდივართ.
მნიშვნელობა არ აქვს, ამ დროს შენ რას წარმოიდგენ. ეს გზა შენამდეც გაუვლიათ, ამიტომ არაერთი წარმატებული ადამიანი გულღიად გვიზიარებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვარსკვლავებს ვეთამაშოთ.
1. გამარჯვება შენით იწყება
ლეგენდარული ამერიკელი წამყვანი ოპრა უინფრი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი ტელესახეა მსოფლიოში. თუმცა, მისი ცხოვრების განმავლობაში არაერთი უსიამოვნო ამბავი მომხდარა — ხელმოკლე ოჯახში მცხოვრები იქცა რასისტული განწყობებისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლად. თუმცა, უინფრიმ საკუთარი თავისთვის ბრძოლა დაიწყო — სკოლის დამთავრების შემდეგ სრული დაფინანსება მოიპოვა კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად, შემდეგ კი ტელეინდუსტრიაში თავისი გზა დამოუკიდებლად გაიკვლია.
ოპრა ჯერ მე-20 საუკუნის უმდიდრესი აფროამერიკელი ადამიანი გახდა, მერე კი დასახელდა მსოფლიოში ერთადერთ შავკანიან მილიარდერად და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სახედ. მოგვიანებით, უინფრიმ აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობასაც მიჰყო ხელი და საზოგადოებაში მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად უამრავი ინიციატივაც წამოიწყო.
2. მარცხი გარდაუვალია
მარცხი რომ გარდაუვალია, ეს ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა და ლეგენდარული ჰარი პოტერის სერიის ავტორმა, ჯოან როულინგმა, საკუთარი გამოცდილებიდან ისწავლა. ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას როულინგმა სწორედ მარცხის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როულინგის პირადი ისტორია მის შეთხზულ ჯადოსნურ ამბებზე არანაკლებ შთამაგონებელია. წარუმატებელი ქორწინებისა და ტოქსიკური ურთიერთობის შემდეგ, იგი მარტოხელა დედად დაბრუნდა სამშობლოში პორტუგალიიდან. მინიმალური სოციალური დახმარების ხარჯზე მცხოვრებმა ჰარი პოტერის წერა დაიწყო, თუმცა, წიგნის დასრულების შემდეგ მის დაბეჭდვაზე 10-ზე მეტმა დიდმა გამომცემლობამ უარი უთხრა. საბოლოდ, როულინგის სადებიუტო რომანი პატარა გამომცემლობამ გამოსცა მცირე ტირაჟით.
დღესდღეობით მსოფლიოში ჰარი პოტერის უკვე 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, როულინგი კი მსოფლიოში პირველი მწერალი გახდა, რომელმაც წერით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
3. მოთმინება გვმართებს
კიდევ ერთი ძალიან წარმატებული ადამიანი, რომელმაც თავის დროზე მარცხის სიმძიმე იწვნია, ბილ გეიტსია. ამერიკელი ბიზნესმაგნატი დღეს ტექგიგანტი მაიკროსოფტის მფლობელი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. თუმცა, ბიზნესის დაწყების პირველი მცდელობა გეიტსისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
თუკი მის კარიერას გადავხედავთ, მართლაც აღმოვაჩენთ, რომ შემართებასთან, თავდაუზოგავ შრომასთან და მუდმივ სწავლასთან ერთად გეიტსმა წარმატებას მოთმინებით მიაღწია. უფრო გასაგებად და ჩვენებურად რომ ვთქვათ, "ყველაფერს დრო სჭირდება".
4. თავდაჯერება მნიშვნელოვანია
თავისუფლად შეიძლება ითქვას, თანამედროვე პოპსამყაროში ლედი გაგას სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი. ამერიკელმა მომღერალმა თავისი შემოქმედებით ახალი ტენდენციები ჩამოაყალიბა და მუსიკალურ ინდუსტრიას მიმართულება უცვალა. თუმცა, ამხელა წარმატების მიღწევამდე არც მისი ცხოვრება ყოფილა ია-ვარდით მოფენილი.
ლედი გაგამ, რომელიც მოზარდობისას თანატოლების მხრიდან ბულინგისა და დაცინვის სამიზნე იყო, ფორტეპიანოზე დაკვრა დამოუკიდებლად ისწავლა. მისი თქმით, საკუთარ თავს ყოველდღე უმეორებდა, რომ მუსიკა მისი ცხოვრება იყო, წარმატება კი — გარდაუვალი.
თუმცა, გაგას სირთულეები შეხვდა კარიერის საწყის ეტაპზეც. კრიტიკოსები და სნობები გამუდმებით ცდილობდნენ, მისი შემოქმედებისთვის ჩრდილი მიეყენებინათ. მომღერალი კი ყოველთვის დაჟინებით იმეორებდა, რომ მთავარია, საკუთარი თავის ნამდვილი ვერსია იყო და თავდაჯერება გქონდეს. ამ კრედოთი კი ლედი გაგამ შეუძლებელი შეძლო: გაყიდა 170 მილიონზე მეტი ჩანაწერი, მოიპოვა 13 გრემის ჯილდო, ორი ოქროს გლობუსი და ერთიც — ოსკარი.
5. ყველაფერი ოცნებაში იბადება
წარმატების კიდევ ერთი ყველაზე შთამაგონებელი ისტორია უოლტ დისნეის ეკუთვნის. მე-20 საუკუნის კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ყოველთვის ხაზს უსვამდა შემოქმედებითობისა და ოცნების მნიშვნელობას წარმატების მიღწევაში.
რაც უნდა ძნელი დასაჯერებელი იყოს, დისნეი თავის დროზე გაზეთიდან "წარმოსახვის უნარის ნაკლებობის" გამო დაითხოვეს. მომავალმა ანიმატორმა მას შემდეგ რამდენჯერმე სცადა ბიზნესის დაწყება, მაგრამ ხელი ერთიმეორის მიყოლებით მოეცარა. შემართების ქონის მიუხედავად, დისნეის გარშემომყოფები ყოველთვის აშინებდნენ, რომ მეტისმეტად რთულ საქმეს იყო შეჭიდებული. ამის გამო, ლამის ხელიც კი აიღო ფიფქიას შექმნაზე. თუმცა, საბოლოოდ, 1937 მაყურებელმა ზღაპრის დისნეისეული ადაპტაცია მაინც იხილა. მერე კი... ალბათ უკვე ყველაფერი იცით.
თუ ვარსკვლავებს ეთამაშები, სანერვიულო არაფერია. ნამდვილად სწორ გზას ადგახარ და გახსოვდეს, რაც უნდა მოხდეს, თიბისი დაზღვევის იმედი შეგიძლია ყოველთვის გქონდეს.
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
კომენტარები