თურქული და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დღეს სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი.

დეტალები: სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა და არიან "დაღუპულები და დაშავებულები".

  • სახელმწიფო მაუწყებელმა TRT-მ გაავრცელა ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიცია, რომლებიც შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან.
  • თურქეთის ხელისუფლებას აფეთქების მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ინფორმაცია განახლდება.