ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა G20-ის სამიტზე გამგზავრებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება დღეს, 13 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 16:20 წუთზე მოხდა.

  • ერდოღანის თქმით, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 6 ადამიანი, ხოლო 53 დაშავდა.

დეტალები: მისი თქმით, "დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ".

  • პრეზიდენტის განცხადებით, გამოძიება გრძელდება, პირველადი ცნობების მიხედვით კი სავარაუდოა, რომ ეს ტერორისტული აქტი ყოფილიყო.