გათავისუფლებული ხერსონიდან გავრცელებული ცნობების გამო რამდენიმე დასავლურ მედიას აკრედიტაცია შეუჩერდა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ჟურნალისტებმა საომარ ზონაში მუშაობის წესები დაარღვიეს.
- გენშტაბში არ აკონკრეტებენ, რომელი მედიის წარმომადგენლებს გაუუქმდათ მუშაობის ნებართვა.
- რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ ჟურნალისტები გათავისუფლებული ხერსონიდან, ძირითადად, ადგილობრივებისა და უკრაინელი სამხედროების საზეიმო შეხვედრის კადრებს ავრცელებდნენ.
დეტალები: გენშტაბის ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლების პრეს ბარათები აღარ მოქმედებს.
- "მედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა უგულებელყო არსებული აკრძალვები და გაფრთხილებები, სტაბილიზაციის ღონისძიებების დასრულებამდეც ახორციელებდა საინფორმაციო აქტივობებს ქალაქ ხერსონში. მსგავსი ქმედებები არის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ბრძანების, ასევე სამხედრო სარდლობის შესაბამისი ბრძანებების მოთხოვნების უხეში დარღვევა“, — ნათქვამია განცხადებაში.
- გამოცემა მედია დეტექტორი, წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ აკრედიტაცია შეუჩერდა, სულ მცირე, 6 ჟურნალისტს, მათ შორის არიან CNN-ისა და SkyNews-ის კორესპონდენტები.
- მათივე ინფორმაციით, განთავისუფლების შემდეგ ხერსონში მუშაობდნენ სუსპილნისა და ჰრომადსკეს გადამღები ჯგუფებიც.
- CNN-ისა და SkyNews-ის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაუქმების განზრახვის შესახებ მედია დეტექტორს უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმაც განუცხადა.
მოგვიანებით, უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრი ლუბინეცმა, თავდაცვის მინისტრს, ალექსეი რეზნიკოვს, მიმართა, მედიასაშუალებებს აკრედიტაცია დაუბრუნონ.
- "მსოფლიომ უნდა იცოდეს სიმართლე რუსეთის ფედერაციის დანაშაულებებზე და ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ ამ სიმართლის გავრცელება", — დაწერა ლუბინეცმა.
- უკრაინის ხელისუფლებას ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის დაბრუნების მოთხოვნით მედია ორგანიზაციებმაც მიმართეს.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები