Mastercard: დღეს, საქართველოში Google Pay გადახდის სერვისი ამოქმედდა
დღეს, საქართველოში Google Pay გადახდის სერვისი ამოქმედდა. საქართველოს ნებისმიერი ბანკის Mastercard-ის ბარათების მფლობელს, აქვს შესაძლებლობა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიები ხელმისაწვდომია, სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენებით, გადაიხადოს ერთი შეხებით — სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად.
Google Pay არის გადახდის სწრაფი, უსაფრთხო და მარტივი გზა. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც ტრანზაქციისთვისაა საჭირო. თქვენი გადახდების ინფორმაციას კი, თქვენს Google ანგარიშზე ინახავს.
Google Pay მომხმარებლებს კიდევ უფრო უადვილებს გადახდის პროცესს. სმარტფონების მფლობელებს შეუძლიათ Mastercard-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათები დაამატონ Google Wallet-ის აპლიკაციაში. ამისათვის, ბარათის მფლობელმა უნდა ჩამოტვირთოს აპლიკაცია Google Play Store-დან სმარტფონზე, შევიდეს Google ანგარიშში და დაამატოს საგადახდო მეთოდი. დამატებით, ბარათის მფლობელი უნდა დარწმუნდეს, რომ მოწყობილობა NFC-თან თავსებადია. ტრანზაქციისთვის, მომხმარებელმა უნდა მიიტანოს მოწყობილობა გადახდის ტერმინალის უკონტაქტო მკითხველთან.
აღსანიშნავია, რომ Google Pay, გადახდასთან ერთად, არ აგზავნის თქვენი რეალური საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ინფორმაციას. ამის ნაცვლად, ის იყენებს ანგარიშის ვირტუალურ ნომერს, რათა თქვენი ბარათის დეტალები, მაქსიმალურად დაიცვას.
Google Wallet-ის საშუალებით, თქვენ არ გჭირდებათ ბარათის ყველა დეტალის დამახსოვრება ან ტელეფონზე გაუთავებელი ფორმების შევსება. ამის ნაცვლად, ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ გადახდა.
Google Pay-ში, Mastercard-ის ბარათით გადახდები ხორციელდება Mastercard Digital Service Enablement (MDES) ტოკენიზაციის პლატფორმის მეშვეობით. ამ გადაწყვეტით ბარათის ნომერი იცვლება ტოკენით, რათა თქვენი ბარათის მონაცემები, კიდევ უფრო დაცული იყოს. ხოლო თუ ოდესმე, თქვენი ტელეფონი დაიკარგება, შეგიძლიათ გამოიყენოთ "იპოვე ჩემი მოწყობილობის" ფუნქცია, რათა მყისიერად დაბლოკოთ თქვენი მოწყობილობა ნებისმიერი ადგილიდან, დაიცვათ იგი ახალი პაროლით ან გაათავისუფლოთ თქვენი პირადი ინფორმაციისგან.
Google Pay-ის საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად, Mastercard, ბარათის მფლობელების, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებთან უამრავ შეთავაზებასა და საჩუქარს სთავაზობს:
- Mastercard-ის ბარათით, Wolt-ში 30%-იან ქეშბექით, ხოლო “8000 მოსავალის” მაღაზიებში, 30%იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ;
- მაკდონალდსში მინიმუმ 15 ლარიან შენაძენზე, მომხმარებლები საჩუქრად McCafe-ს ყავას მიიღებენ;
- Carrefour-ში კი, სპეციალური პრიზების მოგების უნიკალური შანსი ელოდებათ. ეს პრიზებია: Samsung A536e, Galaxy A53 და Smart Watch 4.
უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდები, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. Mastercard კი, თავის პარტნიორებთან ერთად, გამუდმებით ცდილობს, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს უნაღდო ანგარიშსწორების ყველა შესაძლებლობა.
"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში, გადახდის თანამედროვე ინსტრუმენტები, სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. Mastercard გთავაზობთ უკონტაქტო გადახდის ისეთ სისტემებს, როგორიცაა Tap on Phone, Apple Pay და ახლა უკვე - Google Pay. მთელ მსოფლიოში, Mastercard-ის მიზანია, რომ ბარათის მფლობელებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა ყველგან, ნებისმიერ დროს და ყველაზე მოსახერხებელი გზით განახორციელონ ტრანზაქცია. დღეიდან, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ Mastercard-ის საკრედიტო და სადებეტო ბარათები Google Pay-ში და დაიწყონ მათი გამოყენება მაღაზიებსა თუ ონლაინ კომერციაში. Google Pay-ში, სმარტფონისა თუ სხვა საშუალებით, Mastercard-ის ბარათით გადახდა, ისეთივე უსაფრთხოა, როგორც Mastercard-ის ნებისმიერი სხვა ტრანზაქცია", — აღნიშნავს დავით ზღუდაძე, Mastercard-ის გენერალური მენეჯერი საქართველოსა და სომხეთში.
ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი: "Google Pay, მსოფლიოს 45-ზე მეტ ქვეყანაში, ანდროიდის ან Wear OS-ის მომხმარებლებს, საშუალებას აძლევს გადაიხადონ სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ. ამისათვის საჭიროა, რომ მომხმარებელმა უბრალოდ დაამატოს სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet აპლიკაციაში. ამის შემდეგ, მას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ნებისმიერი ტრანზაქციის დროს, მისი ფინანსური ინფორმაცია, მაქსიმალურად დაცული იქნება".
Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210-ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები