რიში სუნაკი

15 Nov. 2022, 12:35

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მზად უნდა ყოფილიყო სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად [...]

ერთ ადამიანს აქვს ძალა შეცვალოს ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ერთადერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რაც შეიძლება ვინმემ მოიტანოს, არის ის, რომ რუსეთმა დატოვოს უკრაინა და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი. აღსანიშნავია, რომ პუტინმა არ ისურვა, ჩვენთან ერთად სამიტზე დასწრება. აქ რომ ყოფილიყო, იქნებ რაღაც საქმეები დაგველაგებინა. [...] ყველა ქვეყანას უფრო დიდი საფრთხე ემუქრება შექმნილი პრეცედენტის გამო.

რუსეთის უკანონო შეჭრა უკრაინაში ღრმა ზეგავლენას ახდენს ჩვენზე, რადგან მან ძირი გამოუთხარა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს. ჩვენ ყველანი დამოკიდებული ვართ ამ პრინციპებზე. ის საერთაშორისო წესრიგის საფუძველია და უნდა დავიცვათ.

[...] ძალიან მარტივია — ქვეყნები არ უნდა შეიჭრან მეზობელ სახელმწიფოებში. არ უნდა დაესხან თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და არასამხედრო მოსახლეობას, არ უნდა წამოიწყონ ბირთვული ესკალაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაზედაც ყველა შეგვიძლია შევთანხმდეთ.

უკრაინის მარცვლეულის ორი მესამედი მიდის განვითარებად ქვეყნებში, თუმცა რუსეთმა გაანადგურა მარცვლეულის მაღაზიები და დაბლოკა გადაზიდვები. ეს აზიანებს ყველაზე დაუცველ ადამიანებს მთელ მსოფლიოში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ