დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდი გახდა
2022 წლის 15 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოში უკვე 8 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გაეროს მონაცემებით, 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობით ინდოეთი ჩინეთს გადაუსწრებს.
მიუხედავად ამისა, გაეროს მონაცემებით, მოსახლეობის ზრდის ტემპი დაბალია. სავარაუდოდ, 2030 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 8,5 მილიარდს მიაღწევს, 2050 წლისთვის — 9,7 მილიარდს. 2080-იან წლებში მსოფლიოში 10,4 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს და ეს რაოდენობა 2100 წლამდე მეტნაკლებად არ შეიცვლება.
გლობალური მასშტაბით, მოსახლეობის ზრდა საგრძნობლად შენელდა და უკუსვლა იწყო ქვეყნების მზარდ რაოდენობაში, უმეტესწილად ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობის კლება მიგრაციასა და დაბალ შობადობას უკავშირდება. ამ პრობლემის მოუგვარებლად დატოვება საფრთხეს უქმნის ეკონომიკის, სოციალური სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მომავალს.
შობადობის მაღალი დონე, რაც განაპირობებს გლობალური მოსახლეობის ზრდას, სულ უფრო და უფრო მცირე რაოდენობით ქვეყნებში ფიქსირდება; ფაქტობრივად, მსოფლიო მოსახლეობის უკვე 60 პროცენტი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც შობადობის კოეფიციენტი ჩანაცვლების დონეზეა შენარჩუნებული ან ამ დონეს ჩამოუვარდება (საშუალოდ 2,1 ბავშვი ერთ ქალზე). მზარდი რაოდენობის ქვეყნებში მოსახლეობის ზრდა შეჩერდა, ან მოსახლეობის კლების ტენდენციაში გადაიზარდა.
"დღევანდელმა საეტაპო მოვლენამ, როდესაც მსოფლიოში ჯერ კიდევ მზარდი მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს აღწევს, არ უნდა დაჩრდილოს ის პოტენციურად მძიმე შედეგები, რომელთა წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ ქვეყნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა კლებას განიცდის, თუ ისინი ვერ შეძლებენ იმ გზების გადახედვას, რომლებითაც ისინი დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავებას ცდილობენ", — განაცხადა ფლორენს ბაუერმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა.
ფლორენს ბაუერის თქმით, მოსახლეობის კლებაზე რეაგირებისას, მთავრობები უმთავრესად აქცენტს შობადობის ზრდის ხელშეწყობისა და მეტი შვილის გაჩენის წახალისების მიზნით ფინანსური დახმარებების გაცემაზე აკეთებენ:
"მაგრამ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს მიდგომა არ მუშაობს. საჭიროა რიგი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, ერთი მხრივ, თავიანთი მომავლის საკუთარ ქვეყანაში შენებაზე იზრუნონ, იმის ნაცვლად, რომ სხვა ქვეყნებში ეძიონ შესაძლებლობები, და, მეორე მხრივ, იყოლიონ იმდენი შვილი, რამდენის სურვილიც აქვთ", — განაცხადა ფლორენს ბაუერმა.
აღნიშნული საჭიროებს იმ გზების გადახედვას, რა გზებითაც ქვეყნები დემოგრაფიულ ცვლილებებთან გამკლავებას ცდილობენ. ფლორენს ბაუერმა ამასთან დაკავშირებით განმარტა, რომ რიცხვებსა და აღქმულ საფრთხეებზე გადაჭარბებულ კონცენტრირებას სჯობს, ყურადღება დემოგრაფიულ ცვლილებაზე გადავიტანოთ, და აღვიქვათ იგი, როგორც უფრო ძლიერი და ინკლუზიური საზოგადოებების შენების შესაძლებლობა.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, უკეთესი სამუშაო შესაძლებლობის ძიებაში ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ადამიანების გადინებისა და შობადობის დაბალი მაჩვენებლების წყალობით, აღმოსავლეთ ევროპა მსოფლიოში პირველ რეგიონად იქცა, სადაც მოსახლეობის მდგრადი შემცირება ფიქსირდება. ამჟამად იმ ათ ქვეყანას შორის, სადაც მოსახლეობის შემცირება მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ცხრა ქვეყანა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მდებარეობს.
"რაღა თქმა უნდა, რიცხვები და მონაცემები მნიშვნელოვანია, თუმცა მოსახლეობის რიცხვის ზრდასა და ვარდნაზე გადაჭარბებულმა კონცენტრაციამ შეიძლება ყურადღების მოდუნება გამოიწვიოს იმ საკითხზე, რომელიც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანია, ეს არის ისეთი საზოგადოებების შენება, სადაც ადამიანებს სურთ ცხოვრება და ოჯახების შექმნა", — თქვა ფლორენს ბაუერმა.
მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მრავალმხრივი პოლიტიკის გატარება პრობლემის გადაჭრის ალბათობას ზრდის. ამ მიმართულებით საჭირო ღონისძიებები მოიცავს ინვესტირებას მცირეწლოვან ბავშვებზე ზრუნვაში, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას, რომელიც თანაბრად ეხება კაცებსა და ქალებს, ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქალებისა და კაცების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ ოჯახური და სამუშაო მოვალეობების შეთავსება, ახალგაზრდებისთვის სამუშაო და საცხოვრებელი შესაძლებლობების გაფართოებას და კაცებსა და ქალებს შორის ოჯახზე ზრუნვისა და საყოფაცხოვრებო ვალდებულებების სამართლიან განაწილებას.
ჩართულობის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოგრაფიული ცვლილებასთან ადაპტაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მოიცავს იმ ბარიერების მოხსნას, რომლებიც ხელს უშლის ქალების, ხანდაზმული ადამიანების, ემიგრანტების და საზოგადოების ყველაზე დაუცველ ადამიანთა ჯგუფების სრულყოფილ მონაწილეობას ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) "დემოგრაფიული მდგრადობის პროგრამის" მეშვეობით, მხარს უჭერს მთავრობებს, შეიმუშავონ ყოვლისმომცველი პოლიტიკა დემოგრაფიულ ცვლილებასთან გასამკლავებლად, რომელიც დაფუძნებული იქნება მტკიცებულებებსა და ადამიანის უფლებებზე. დემოგრაფიული მდგრადობის ათწლეულს საფუძველი ჩაეყარა სოფიაში, 2021 წლის 1-2 დეკემბერს გამართულ მინისტრთა კონფერენციაზე, სახელწოდებით "ევროპის დემოგრაფიული მომავლის შენება", და მის მიზანს წარმოადგენს ღონისძიებების შემუშავება და გატარება, რომლებიც ქვეყნებს სწრაფი დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე განვითარების საშუალებას მისცემს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
კომენტარები