ოლივერ ვარჰეი

15 Nov. 2022, 14:58

რაც უფრო სწრაფად შეასრულებთ ამ 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევთ ევროპის გზაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შემდეგს, ძლიერი აქცენტი გავაკეთო — რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ დათქმებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რაც მოდის თქვენკენ, კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურებას, ადგილობრივი სამუშაო ძალისა და სოციალური სტაბილურობის სახით.

ვფიქრობ, არ გვაქვს დასაკარგი დრო. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ, დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ყველა ნაბიჯში შეიწყოთ ხელი იმიტომ, რომ საქართველომ მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი და განზრახვა, როდესაც განაცხადი გააკეთა გაწევრიანებაზე და ბევრად ადრეც. საქართველოს ერთგულება ევროპული ფასეულობების დაა ევროპული გზის მიმართ, არის რამდენიმე ათწლეულის წინანდელი და ეს ხაზი მკაფიოდ ჩანდა და განსაკუთრებით გამოიკვეთა დამოუკიდებლობის პერიოდში. ამიტომ, მზად ვართ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ ამ პერიოდში.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  2. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  3. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა

მოკლედ: გოჩა სურგულაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის…