ლავროვი ფიქრობს, რომ ზელენსკის გამოსვლა G20-ზე "საომარი და აგრესიული" იყო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ზელენსკის გამოსვლა, "რომელიც დასავლეთის რჩევებს მოლაპარაკებების შესახებ არ უსმენს", "საომარი, აგრესიული და რუსოფობიური" იყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დიდი ოცეულის სამიტზე ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა მხოლოდ სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში დათანხმდება რუსეთთან მოლაპარაკებებს.
- დიდი ოცეულის მე-17 შეხვედრა, რომელიც ბალიში, ინდონეზიაში იმართება, არის მსოფლიო ლიდერების ყველაზე მასშტაბური შეკრება კორონა ვირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ.
- სამიტის დამსწრე ქვეყანათა უმრავლესობა, შეთანხმდა დოკუმენტის დრაფტის მიღებაზე, სადაც დაგმობენ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.
დეტალები: ლავროვი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ზელენსკის ჩანაწერი 20 წუთის განმავლობაში ისმოდა სამიტზე, ხოლო სხვა მონაწილეებს არა უმეტეს სამი წუთი მიეცა სალაპარაკოდ. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს პროპაგანდისტული მედია Tass ავრცელებს.
- "მისი შეჩერება შეუძლებელი იყო და ალბათ არც სურდათ ჩანაწერის გათიშვა", — აღნიშნა განაწყენებულმა ლავროვმა.
- ამასთან, რუსეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "ევროკავშირი და ნატო დიდი ხანია ჰიბრიდული მონაწილეები არიან უკრაინის ჰიბრიდულ ომში".
- მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა "არაერთხელ დაადასტურა პრეზიდენტის პირით, რომ ის არ ამბობს უარს მოლაპარაკებებზე", — უკრაინა კი უარს აცხადებს რუს დიქტატორთან მოლაპარაკებაზე.
გარდა ამისა, ლავროვის თქმით, მაკრონთან დიდი ოცეულის ფარგლებში მოკლე შეხვედრის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა "დაადასტურა თავისი მზაობა, გააგრძელოს პუტინთან კონტაქტი, რათა მოიძებნოს გარკვეული შეთანხმებები, რომლებიც სიტუაციას მოაგვარებს".
- ლავროვი ტრადიციულად იმუქრება, რომ "რაც უფრო დიდხანს იტყვის [უკრაინა] უარს, მით უფრო რთული იქნება შეთანხმების მიღწევა".
- უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ლავროვს უპასუხა: "რუსეთი არის ის, ვინც შემოიჭრა უკრაინაში. რუსეთი ბომბავს ჩვენს ქალაქებს. რუსეთი ჩადის გენოციდს, ანადგურებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მაგრამ "უკრაინა აჭიანურებს კონფლიქტს"? ომი კვლავ გრძელდება მხოლოდ ლავროვის საჯარო მანიპულაციისა და მზაობის არ ქონის გამო, შეწყდეს მკვლელობები.
სტრიქონებს შორის: უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ხერსონის დაბრუნება რუსეთ-უკრაინის ომში გარდამტეხი მნიშვნელობის იქნება.
- ხერსონიდან გასვლის შემდეგ, რუსეთმა მოლაპარაკებების საჭიროებაზე და მზაობაზე დაიწყო საუბარი.
- უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი თვლის, რომ დონეცკის ან ლუგანსკის განთავისუფლების შემდეგ რუსეთი მოლაპარაკებებს დაიწყებს ან უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები