ნიკა მელია

16 Nov. 2022, 16:06

რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რაც არ უნდა ნაღალატევის განცდა დარჩენოდა ძალიან ბევრ ჩემს თანამოაზრეს, მეგობარს, ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ ყველამ შეხედოს ამ პროცესს, როგორც სახელმწიფოებრივ პროცესს. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში გაიმარჯვებს ღირსება, მათ შორის, ადამიანური, ღირსება, მათ შორის, პოლიტიკურის და არა ანგარება და არა ფული. ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი, ჩემი აზრით, მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის. რა იმარჯვებს ქართულ პოლიტიკაში ფული, ანგარება, ღირსება ადამიანური თუ ღირსება პოლიტიკური. იდეა თუ პრინციპები, უპრინციპობა თუ იდეისგან დაცლილი პროცესი. მე დარწმუნებული ვარ, ვიცნობ რა პარტია ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს და მხარდამჭერებს, დიდ ნაწილს მათგან პირადად, მხოლოდ ერთადერთი სწორი არჩევანი გაკეთდება. მე არ ვამტკიცებ, რომ მე ვარ მართალი, არასოდეს მიკადრებია ეს ჩემი თავისთვის, არც ამომრჩევლებისთვის. მაგრამ მე კი ნამდვილად თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ ვდგავარ იქ დღეს, სადაც დგას სიმართლე.

[...] როცა იდეური განსხვავება გაქვს შენ შენს რამდენიმე თანამებრძოლთან, ეს ეხება 3-4 ადამიანს, ბუნებრივია, შეუძლებელია საუბარი პროგრესსა და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება. სადაც შეიძლება, თვალდაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას. თუ ეს მას შეუძლია დღეს, მერწმუნეთ, ამას გააკეთებს ხვალ, როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ასევე ხელისუფლებაში ყოფნისას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ