მეუფე ანტონი

16 Nov. 2022, 19:34

მინდა, გამოვეხმაურო მეუფე სიმეონის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. [...]

[ჟურნალისტებს] მინდა ვთხოვო, იქნებ მიაბრუნონ ის კამერები და მიკროფონები მათი შეფებისაკენ და მათ გადაუღონ და ისევე უტიფრად დაუსვან კითხვები, საიდან აქვთ ამდენი შესაძლებლობები, ყოველ ჯერზე რომ უკანასკნელი მოდის ზმანებში არიან გამოწყობილი, როგორი ავტომობილები ემსახურებათ თუ ყავთ, როგორ ცხოვრობენ, გვაჩვენონ მათი სახ-კარი. [სტილი დაცულია]

ეს ოფიციალური ინტრიგნები მუდამ ზიზღსა და ღვარძლს თესავენ ადამიანებში, აღვივებენ სიძულვილს, შეძლებული ადამიანისადმი ბოღმას. [...]

რად გინდათ, რატომ იძენთ უახლოეს აპარატურებს, ამკობთ და ალამაზებთ სტუდიებს, დასხედით ერთ პატარა ოთახში და ერთი ხელი ტანსაცმლით წაიყვანეთ თქვენი ტელეგადაცემები, დანარჩენი მოახმარეთ ქვრივ-ობოლთ... ჩაგეცინათ? ხო, მაგ ჭკუაზე ხართ ეხლა თქვენ...

ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ფეისბუკზე დაწერა. იგი გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსს Toyota Land Cruiser მრევლმა აჩუქა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა

რა ხდება: კაცი, რომელიც აქციაზე დასასწრებად თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, გაუჩინარდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე…