თეთრი სახლი

16 Nov. 2022, 23:10

სრული ნდობა გვაქვს პოლონეთის მთავრობის მიერ უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გამოძიების მიმართ და ვაფასებთ მათ პროფესიონალიზმს, რომლითაც ისინი საქმეს იძიებენ. ჩვენ არ გავუსწრებთ მათ საქმიანობას და მჭიდრო კავშირში ვიქნებით ჩვენს პოლონელ კოლეგებთან, რადგან ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას.

ვერაფერი ვნახეთ, რაც ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დუდას წინასწარ შეფასებას, რომ ეს აფეთქება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტის შედეგი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, პოლონეთში დაეშვა.

რაც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნა, ცხადია, რომ ამ ტრაგიკულ ინციდენტზე საბოლოო პასუხისმგებელი მხარე რუსეთია, რომელმაც უკრაინაზე რაკეტები გაუშვა, სპეციალურად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით. უკრაინას ჰქონდა და აქვს თავის დაცვის ყველა უფლება.

ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ დღეს თქვა, რომ 15 ნოემბერს პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვას უკავშირდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს7098 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1916 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1742 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1345 ნახვა
  5. ზაზა გოგავა: "გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება]"1252 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნეს მარათონი — როგორ აძლიერებს უნივერსიტეტი მომავალ მეწარმეებს

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უკვე მეხუთე წელია აგრძელებს ახალგაზრდა მეწარმეების აღმოჩენასა და მხარდაჭერას.…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~