ხერსონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 63 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა უკრაინულმა მხარემ დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხედრები აღმოაჩინა.
- რუსეთი უარყოფს საკუთარ დანაშაულს და მასობრივ საფლავებზე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
- უკრაინამ ხერსონის ოლქზე კონტროლი ახლახან დაიბრუნა — სამხედროები გათავისუფლებულ დასახლებებში ეტაპობრივად შედიან.
დეტალები: მინისტრის თქმით, იმ ადგილებზე, სადაც ოკუპანტებმა მოკლული ადგილობრივები დაკრძალეს, ექსჰუმაციის პროცედურები მიმდინარეობს.
- მისივე თქმით, ჯერჯერობით 63 ცხედარია ნაპოვნი, მაგრამ სამძებრო სამუშოები მხოლოდ ახლახან დაიწყო.
- მონასტირსკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს 11 ადგილი, სადაც ოკუპანტებს ადამიანები ჰყავდათ დატყვევებული, მათგან 4 ადგილას კი წამების კვალი აღინიშნება.
აქამდე, ხერსონის ერთ-ერთ სოფელში 3 ცხედარი იპოვეს, რომლებსაც პირველადი დათვალიერებით თავის ქალა აქვთ დაზიანებული.
- დაწყებულია გამოძიება ომის კანონების დარღვევის და განზრახ მკვლელობის მუხლებით, ცხედრები კი ექსპერტიზაზე გაგზავნეს.
იზიუმი: ირპენის, ბუჩასა და სხვა ქალაქების შემდეგ, მასობრივი საფლავი იპოვეს ახალგათავისუფლებულ იზიუმშიც — მასში 447 ცხედარი იყო.
- ზელენსკის თქმით, იზიუმი პატარა ქალაქია და ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა.
- მისივე თქმით, პირველ მასობრივ საფლავში მთელი ოჯახი იყო დაკრძალული, რომლებიც აწამეს და მოკლეს: "მოზარდები, კაცები და ქალები და პატარა ბავშვები თავებში ტყვიებით. მათი სხეულის ზოგიერთი ნაწილი დაკარგული იყო".
ხარკოვი: 6 ოქტომბერს კი მასობრივი საფლავი იპოვეს ხარკოვში — მასში 534 ადამიანის ცხედარი იყო, მათ შორის, 19 ბავშვის.
- რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილია წამების 22 საკანიც.
საერთაშორისო გამოხმაურებები: აშშ-ის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ იზიუმში აღმოჩენილ სამარხს შემზარავი უწოდა.
- ესტონეთის პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ იზიუმი არის რუსული ოკუპაციის სახე: "ქალაქები გადაიქცა მასობრივ სასაფლაოდ".
- საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე.
- საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ სისხლისა და ნგრევის კვალს ტოვებს.
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები