ზელენსკის თქმით, პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის საქმის გამოძიებაში უკრაინელი სპეციალისტები მონაწილეობას მიიღებენ
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg New Economy Forum-ზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსული წარმოების რაკეტა მათ ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
- პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ 16 ნოემბერს კი თქვა, რომ ჩამოვარდნილი რაკეტები, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვას უკავშირდება;
- NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნაზე საბოლოო პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
დეტალები: უკრაინულმა მხარემ გამოძიებაში ჩართვა გუშინ, 16 ნოემბერს მოითხოვა.
- მოთხოვნას პოლონეთის პრეზიდენტმა უპასუხა და აღნიშნა, რომ გამოძიებაში უკრაინის ჩართვას, როგორც პოლონეთის, ასევე აშშ-ს ერთობლივი თანხმობა დასჭირდება.
- "პროცესებს აწარმოებენ პოლონელი და ამერიკელი ექსპერტები და თუ ვინმეს სურს, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში, მინიმუმ, ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება“, — განაცხადა ანდჟეი დუდამ პრესკონფერენციაზე.
ზელენსკის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე, ზუსტად ვერ იტყვის, რომელი რაკეტები ან მათი ნაწილები ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ნახეს კრატერის დიამეტრის სურათები — "არ იყოს მხოლოდ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ნარჩენები".
- მისი განცხადებით, მსოფლიოს უნდა ესმოდეს, რომ იმ დღეს რუსეთმა 100-მდე რაკეტა გაისროლა უკრაინის ტერიტორიაზე. თქვა ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპანტების რაკეტის ნაწილი სხვა ქვეყანაში ჩამოვარდა.
- "არ ვიცი, რა მოხდა ამჯერად, ჩვენ 100% არ ვიცით, ვფიქრობ, არც მსოფლიომ იცის 100%-ით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რუსული რაკეტა იყო. ჩვენ გამოვიყენეთ საჰაერო თავდაცვის რაკეტები";
- "ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანები და პატიოსნები, სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვერ ვიტყვით, რა ტიპის რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე", — განაცხადა ზელენსკიმ.
პოლონეთი: ოფიციალური პირის თქმით, ნატოს, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მიერ შეგროვებული ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ რაკეტა, რომლითაც პოლონეთში ორი ადამიანი დაიღუპა, უკრაინელმა ძალებმა გაისროლეს.
- მისი თქმით, S-300 რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაუშვა.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები