ირაკლი ღარიბაშვილი

18 Nov. 2022, 14:08

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი კოლეგები, ჩვენი ძვირფასი დეპუტატები 24 საათის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, მუშაობენ მუხლჩაუხრელად იმისთვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნას შესრულებული და არავის არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. თქვენ [ოპოზიცია] რას აკეთებთ? რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში? 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ გეუბნებიან ევროპელი ლიდერები, მეგობრები, დაასრულეთ ეს სამარცხვინო რიტორიკაც და მტრობა ქვეყნის და თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ ისედაც პოლარიზებული ეს გარემო? არაფერს, პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამთ ყოველ დღე. სრული ბოიკოტი გაქვთ გამოცხადებული და აგრძელებთ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. აი, ეს არის რეალობა, თუ გინდათ სიმართლის მოსმენა და არა ფარისევლობის და სიყალბის გაგრძელება. მოგიწოდებთ ჩაერთოთ პროცესში და შეასრულეთ პირველი პუნქტი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  3. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საპოლიციო ძალები მშვიდობიანი დემონსტრანტების…