სალომე სამადაშვილი

18 Nov. 2022, 14:57

ერთ-ერთი საკითხი, მე-9 რეკომენდაცია ეხება ძალადობასთან ბრძოლას და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას. აქ პარლამენტს აქვს თავისი როლი, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში, დღეს რომ კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტის წინაშე ვდგავართ და ისევ ქალი მოკლეს თბილისში, ამაზე ეფექტური რეაგირება ვისი პასუხისმგებლობაა — ასეთ შემთხვევებზე ეფექტური პრევენცია და შემდეგ ეფექტური განხორციელება მართლმსაჯულება, აქ არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა? აქვე შეგახსენებთ, მიკვირს ძალიან, მაგრამ შეგახსენებთ, თქვენ არც ერთხელ არ გამოხმაურებიხართ ფემიციდის ძალიან მძიმე შემთხვევებს საქართველოში. 

თუ დაბრუნდებით ამ ტრიბუნასთან, გამოიყენეთ ეს ტრიბუნა და გააგებინეთ მოძალადეებს თქვენი ხმა, თქვენ როგორც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრმა. ვის მოსწონხართ და ვის არა, არ არის მნიშვნელოვანი, რას ეუბნებით მოძალადეებს, რა მესიჯს უგზავნით მოძალადეებს და რა მესიჯს უგზავნით მსხვერპლებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ