''ტოიოტა ცენტრი თეგეტამ'' სოციალურ მეწარმეთა ფორუმზე საწარმო ''ლიდერი'' დააჯილდოვა
17 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში წლის სოციალური საწარმო გამოვლინდა. ფინალურ ეტაპზე გადასული სამი საწარმოდან: ლიდერი, ტენე და დედიკო, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება სოციალურ საწარმო ტენეს ერგო. გამარჯვებულმა წლის სოციალური საწარმოს სტატუსი და ფულადი ჯილდო მიიღო.
ღონისძიების მხარდამჭერმა ტოიოტა ცენტრი თეგეტამ კი ჯილდო სოციალურ საწარმო ლიდერს გადასცა. ქალაქ გორში მდებარე სამკერვალო საწარმო ლიდერი ორ სოციალურ მიზანს აერთიანებს. საწარმო ზრუნავს შიდა ქართლში მცხოვრები სოციალური საჭიროების მქონე ქალების გაძლიერებაზე და ასევე მუშაობს ტექსტილის ნარჩენების შემცირებაზე, მისი გადამუშავების გზით.
ნინო გიორგაძე, სოციალური საწარმო ლიდერის დამფუძნებელი:
''ჩვენი საწარმოს საშუალებით 400-ამდე ქალმა ახალი პროფესია შეიძინა და დასაქმდა. რაც შეეხება ტექსტილის ნარჩენების შემცირებას, 2022 წელს 10 ტონა ტექსტილი ახალ პროდუქტად ვაქციეთ და მისი რეალიზაცია მოვახდინეთ. ჩვენი საქმიანობის განვითარებისთვის, კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს, ხელი შეუწყონ სოციალურ საწარმოებს და მათი ცნობადობის გაზრდას.''
ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის ქალთა გაძლიერება და გარემოზე ზრუნვა საკვანძო ღირებულებებია. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით პროექტებში და მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ქალთა როლის გაზრდას საზოგადოებაში.
თეა მანჯავიძე, ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი:
''გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ტოიოტა ცენტრი თეგეტას სახელით ჯილდო გადაგვეცა საწარმოსთვის, რომლის საქმიანობაც ჩვენი კომპანიის ღირებულებებთან თანხვედრაშია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება გარემოზე ზრუნვა და ქალთა გაძლიერებაა. სოციალური საწარმო ლიდერის საქმიანობაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. მომავალშიც ვაპირებთ, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობით წვლილი შევიტანოთ საზოგადოებაში ქალის როლის გაზრდასა და გაძლიერებაში“.
სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით ღონისძიება წელს მეთერთმეტედ გაიმართა. მისი მიზანი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში სიახლეების გაცნობაა.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
კომენტარები