ნიკა მელია

19 Nov. 2022, 15:38

გუშინ, აშშ-ის ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის დეპუტატების გამონათქვამები კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებულს ჰგავს. მათ კრემლის სახელმწიფო სახელმძღვანელოდან გადმოღებული აქვთ არა მხოლოდ გამონათქვამები, ჩემი ღრმა რწმენით, არამედ ყველა მათი ქმედება ნაკარნახევია კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან, რუსულ წიაღში დასაბრუნებლად.

ბრიუსელში შეხვედრები მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლებთან, საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების დეპარტამენტთან და ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციების წარმომადგენლებთან. ჩვენი ევროპელი მეგობრები სრულად იზიარებენ ჩვენს სწრაფვას დასავლეთისკენ და გვეხმარებიან, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. დღეს ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი და ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობის რეკომენდაციებს.

ლისაბონში ჩატარდა ყველაზე დიდი ევროპული გაერთიანების, ევროპული სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეა, რომელმაც მოგეხსენებათ მიიღო რეზოლუცია, სადაც მკაფიო აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

[...] ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრეს პრიორიტეტი იყო, არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და მისი გადაყვანა დასავლურ სამედიცინო დაწესებულებაში. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და მედიის თავისუფლება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ