რატი ბრეგაძე

20 Nov. 2022, 23:11

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარუდგენია და საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, იმისთვის, რომ საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი, ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამლვაზე. გუშინ, 19 ნოემბერს ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია და ბიოფსიური კვლევით აღმოჩენილი ნიშნები ამაზე მიუთითებენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იტალიის პარლამენტი საქართველოზე რეზოლუციის მიღებასა და სანქციების წრის გაფართოებას გეგმავს4516 ნახვა
  2. "მე მაინც არ მგონია, რომ ევროკავშირი ამ დონეს არ იკადრებს" — დავით მათიკაშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე1703 ნახვა
  3. საქართველოში დამატებით 9 საეკლესიო დღესასწაული შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს1695 ნახვა
  4. ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა1383 ნახვა
  5. რუსთაველის გამზირზე პოლიციამ, სავარაუდოდ, აქციის 2 მონაწილე დააკავა1283 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი ღარიბაშვილი: არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული

არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული. არცერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი, — ამის შესახებ ქართული…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~