ადვოკატი ვარაუდობს, რომ პოსტი შესაძლო მოწამვლაზე სააკაშვილის დაწერილი არ არის
ამის შესახებ შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა 19 ნოემბერს თქვა, რომ ბიოფსიური კვლევით აღმოჩენილი ნიშნები მიუთითებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოწამლულია.
- დღეს, 21 ნოემბერს ექსპრეზიდენტმა დაწერა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა და საკითხის ზედმეტი პოლიტიზება საჭირო არ არის.
- მისივე თქმით, არასდროს არცერთი ადვოკატისთვის უთქვამს, რომ ეჭვი მოწამვლაზე აქვს.
დეტალები: მისი თქმით, ეკუთვნის თუ არა პოსტი ექსპრეზიდენტს, ამას გაარკვევს და დასძენს, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, "რამე პოსტები აქვეყნოს".
- ხაჭაპურიძის თქმით, მისი მხრიდან არასდროს გაჟღერებულა ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი, შესაძლებელია მოწამლული იყოს, რადგან, როგორც განმარტავს, ეს იურიდიული დეფინიცია და დანაშაულია.
მისივე განცხადებით, გარკვეული ნივთიერებები სააკაშვილის ორგანიზმში ამერიკელი ექსპერტების ჩატარებული ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად გამოვლინდა, თუმცა ელოდებიან პასუხს, თუ რა ნივთიერებზეა საუბარი.
- ასევე, ამბობს, რომ მინერალები სააკაშვილის ორგანიზმში, შესაძლოა სხვადასხვა მედიკამენტის მიღების გამო აღმოჩენილიყო.
- "რამდენიმე წამალი მიეწოდება ისეთი, რომელიც ჩვენი აზრით, არ უნდა მიეწოდებოდეს".
- "ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ სპეკულაციები უნდა შეწყდეს. ეს ისეთი თემა, რომ ყოველგვარი გადახრილი სიტყვაც კი, შეიძლება, ძალიან ცუდად იყოს საზოგადოების მხრიდან აღქმული".
იუსტიციის სამინისტრო: გუშინ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელებამდე უნდა მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები.
- "მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარუდგენია და საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", — თქვა მინისტრმა.
- მისივე თქმით, აპირებს სამხარაულის ეროვნულ ცენტრს მიმართოს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები