თიბისის სტარტაპ დეკრეტს ახალი გამარჯვებულები ჰყავს
თიბისის პროგრამა სტარტაპ დეკრეტი 2018 წელს შეიქმნა და მისი მიზანი როგორც თიბისის თანამშრომლების, ისე, ზოგადად, სტარტაპერების ხელშეწყობა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერაა. ამ დროის განმავლობაში სტარტაპ დეკრეტმა არაერთი წარმატების ისტორია გააერთიანა.
წელს სტარტაპ დეკრეტში სამმა გუნდა გაიმარჯვა, რომლებსაც თიბისი 6-თვიან ანაზღაურებად შვებულებასა და თავიანთი ინოვაციური იდეების ბიზნესად ქცევის შესაძლებლობას სთავაზობს.
პროგრამის წლევანდელ გამარჯვებულებს შორის გეიმერებისთვის შექმნილი პლატფორმით მოხვდნენ გიორგი მეძმარიაშვილი და დავით ცერცვაძე. LFG ციფრული არხია გეიმერებისთვის, სადაც გუნდელის პოვნა და გასართობად სხვადასხვა ტურნირზე მონაწილეობა შეგიძლია.
ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი ეძებს გუნდელს სხვადასხვა თამაშში. დღეს ამ პრობლემის გადაჭრა ძირითადად discord-ის საშუალებით ხდება, რომელსაც რთულად საპოვნელი არხები, არასწორი ინფორმაცია და სხვა პრობლემები ახლავს თავს.
"ამ პრობლემის გადასაჭრელად გვინდა, გავაკეთოთ პლატფორმა LFG (Looking For Gamers), რომელიც მომხმარებელს ზემოთქმულ სირთულეებს გაუმარტივებს. LFG-ის დახმარებით შეგეძლება უმარტივესად, რამდენიმე კლიკში დაიწყო გუნდელის ძიება სხვადასხვა ფილტრაციით, ეს იქნება რეგიონის, Skill based თუ სხვა კრიტერიუმით", — ამბობს გიორგი მეძმარიშვილი.
იდეა თავიდან გაჩნდა მხოლოდ გუნდელის ძიებისთვის, მაგრამ რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ მონაწილეებმა პროდუქტის განვითარებისათვის კარგი ფუნქციონალები დაინახეს და გადაწყვიტეს, ყველა ეს ხელსაწყო ერთ პლატფორმაზე გაეერთიანებინათ.
"სტარტაპ იდეაზე მუშაობის დროს ორი მთავარი რამ არის მნიშვნელოვანი — ერთი, რომ დრო დაუთმო იდეას, რომლისაც გჯერა და მეორე ფაქტორია, არ დაკარგო შემოსავალი. სტარტაპ დეკრეტი უნიკალური შესაძლებლობაა თიბისელებისთვის. პროექტი თანამშრომლებს ყოველდღიური საქმიანობის მიღმა ინტერესების აღმოჩენაში ეხმარება", — ამბობენ გუნდში.
ნათია ჯიბლაძისა და ნანა ახობაძის გამარჯვებული სტარტაპ იდეა CX Hub პლატფორმის შექმნას გულისხმობს, რომელიც მომხმარებლის გამოცდილების მართვის outsourcing სისტემას წარმოადგენს. პლატფორმა საშუალო და დიდ კომპანიებს დაეხმარება Customer Experience-ის გაზომვასა და მართვაში. დღეს საშუალო ბიზნესებს და რიგ შემთხვევებში მსხვილ კომპანიებსაც არ გააჩნიათ ფინანსური რესურსი/კომპეტენცია იმისათვის, რომ შექმნან CX გაზომვის სისტემები და სრულშტატიანი თანამშრომლების დახმარებით იზრუნონ მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, მათი გარკვეული ნაწილი კონცენტრირდება მხოლოდ გაყიდვების სტიმულირებაზე, იშვიათ შემთხვევებში კი იყენებენ ერთჯერად კვლევებს, რომლებიც ვერ ფარავს CX-ის გაზომვისა და მართვის სრულ არეალს.
"ჩვენი გუნდის წევრებისთვისაც სტარტაპ დეკრეტი აღმოჩნდა ძალიან დიდი მოტივაცია და შესაძლებლობა, რომ რეალისტურად წარმოგვედგინა ჩვენი იდეა და გვეფიქრა მის განხორციელებაზე. იდეაზე მუშაობის პროცესმა საშუალება მოგვცა, მეტად ვკონცენტრირებულიყავით პლატფორმის შექმნის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე", — ამბობენ გუნდში.
გამარჯვებული გუნდი CX Hub პლატფორმის შექმნაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს. პარალელურად იმუშავებენ დაფინანსების მოძიებასა და მიზნობრივ სეგმენტებთან საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, რაც პლატფორმის გაშვების მომენტისთვის გაამარტივებს ბაზარზე პოზიციონირებას.
ალექსანდრე მანია და ლევან კოკაია უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ გუნდში მუშაობენ, ერთმანეთს საერთო ხედვებს, გამოწვევებსა და მიღწევებს უზიარებენ. მიღებული გამოცდილებისა და სამუშაო პროცესებზე დაკვირვების შედეგად დაინახეს, რომ ეჯაილ საქმიანობის მეტად მოქნილად და ეფექტიან წარმართვაში საჭირო იყო პროცესების გამამარტივებელი ხელსაწყო, რომელიც ამ მომენტისთვის ბაზარზე პრაქტიკულად არ არსებობდა. ასე შეიქმნა ციფრული პროდუქტის იდეა SHARA.
"SHARA-ს ზურგს ბაზრის მრავალთვიანი კვლევა უმაგრებს, რის შედეგადაც მივედით ობიექტურ დასკვნამდე, რომ მსგავსი კომპლექსური ციფრული პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე არ არსებობს. ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქტი მსოფლიოში ეჯაილ პრაქტიკას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს, მოქნილსა და რაც მთავარია, მარტივად გამოყენებადს გახდის, როგორც გუნდებისთვის,ასევე დიდი ორგანიზაციებისთვისაც", — ამბობენ გუნდში.
მონაწილეების აზრით, სტარტაპების ხელშეწყობა და მათი წარმატების აქსელერაცია ქვეყნის ეკონომიკურ-ტექნოლოგიური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
თიბისის პროგრამა სტარტაპ დეკრეტმა თავისი არსებობის განმავლობაში არაერთი წარმატების ისტორია გააერთიანა. თიბისელების შექმნილი ინოვაციური პროდუქტები საქართველოს მოსახლეობას, და არა მარტო, გართობის, განათლებისა თუ საქმიანობის გამარტივებაში ეხმარება.
პროგრამის ძველი გამარჯვებულების დიდი ნაწილი დღე უკვე წარმატებული სტარტაპია.
ასეთია, მაგალითად, UPWAY — კურსების ყველაზე დიდი და სანდო მარკეტფლეისი საქართველოში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, მოიძიონ, შეადარონ და შეიძინონ ლოკალური კურსები. ხოლო კურსის პროვაიდერებს შეუძლიათ, განათავსონ და მართონ კურსზე ინფორმაცია, მიიღონ რეგისტრაციები და გაყიდონ კურსები.
eConsul — სტარტაპი მოგზაურობის ყველაზე მოსაწყენ და კომპლექსურ მხარეს ამარტივებს — სავიზო რეგულაციებს. ბიზნესი ეხმარება მოგზაურებს სწორი ინფორმაციის მიღებაში, სავიზო აპლიკაციის შევსებასა და საკონსულოში ვიზიტის დაჯავშნაში. პლატფორმაზე მოგზაური პროფილს ქმნის, რომელიც ეხმარება მომდევნო მოგზაურობებისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების თავმოყრაში. საქართველოს ბაზარზე არ არსებობს კონკურენტი კომპანია, რომელიც მოგზაურის ინფორმაციის კონსოლიდირებას ახდენს.
GeParts — ციფრული პლატფორმა, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს იმ ტკივილს არიდებს თავიდან, რომელსაც ავტონაწილების მოძიება ჰქვია. ავტოექსპერტი ადამიანს სასურველი ავტონაწილის სწრაფად და მარტივად მოძიებაში ეხმარება.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
კომენტარები