ჯულია ფოქსის თქმით, კანიე ვესტს იმიტომ ხვდებოდა, რომ კიმი მისგან დაეხსნა
ალბათ პოპკულტურის ერთი მოყვარულიც კი არ არსებობს, რომელსაც კანიე ვესტისა და კიმ კარდაშიანის დაშორების ამბავი გამოეპარა. წყვილის დაშორებიდან ცოტა ხანში საზოგადოებამ ჯულია ფოქსი გაიცნო, რომელიც კანიე ვესტს ერთი თვით ხვდებოდა და მასთან ერთად რამდენჯერმე საჯაროდაც გამოჩნდა.
ცოტა ხნის წინ ჯულია ფოქსი ტიკტოკზე იმის გამო გააკრიტიკეს, რომ "ცნობილ მიზოგონსა და ანტისემიტს" (კანიე ვესტს) ხვდებოდა. ჯულიამ კომენტარს ვიდეოთი უპასუხა, რომელშიც აღნიშნა, რომ კანიესთან ურთიერთობა იმისთვის დაიწყო, რათა კიმი ყოფილი ქმრისგან გაეთავისუფლებინა.
ჯულიას თქმით, კარდაშიანები ყოველთვის უყვარდა, რადგან ისინი ჯულიას ხაზის ტანსაცმელს ყიდულობდნენ და თავიანთ მაღაზიებში ყიდდნენ. ჯულიამ თქვა, რომ კანიე დიდი ხნის განმავლობაში სწერდა, თუმცა მასთან ურთიერთობის დაწყებას ყოყმანობდა.
"მაგრამ შემდეგ ვიფიქრე: 'იქნებ, კიმი მისგან დავიხსნა. იქნებ, ყურადღება გადავატანინო და ჩემი თავი მოვაწონო. თუ ვინმეს ეს შეუძლია, მე ვარ, რადგან როცა რაღაცას გადავწყვეტ, იმას ვაკეთებ", — გაიხსენა ჯულიამ.
ჯულიას თქმით, ერთად ყოფნის დროს კანიე იმას არ აკეთებდა, რის გამოც ცოტა ხნის წინ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა — ეს, განსაკუთრებით, ანტისემიტურ კომენტარებს ეხება. ფოქსის განმარტებით, იმ დროს კანიე სოციალურ ქსელებს აქტიურად არ იყენებდა და არც კიმთან ურთიერთობაზე საუბრობდა. ჯულიას თუ დავიჯერებთ, კანიე მასთან ტანსაცმელზე, განათლებასა და სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობდა.
"როგორც კი ტვიტერზე წერა დაიწყო, თავი დავანებე. მალევე მივხვდი, რომ ის ჩემგან დახმარებას არ მიიღებდა. ილუზიებში ვცხოვრობდი, როცა მეგონა, რომ მისი დახმარება შემეძლო — ახლა ეს ვიცი", — განმარტა ჯულიამ.
ამის მიუხედავად, ჯულიას თქმით, კანიეს, როგორც ხელოვანს, პატივს სცემს და არ უნდა მისდამი დამოკიდებულება მხოლოდ იმ ცუდ მომენტებს დაუკავშიროს, რომელიც ბოლო დროს რეპერსა და ბიზნესმენს ხშირად აქვს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჯულია ფოქსმა განაცხადა, რომ კანიესთან ურთიერთობამ მის კარიერას ავნო და კინოდან შემოთავაზებებს აღარ იღებს.
შეგახსენებთ, რომ კანიე ვესტთან ანტისემიტური კომენტარებისა და ონლაინსივრცეში გამოქვეყნებული სხვადასხვა პოსტების გამო საქმიანი ურთიერთობა ბალენსიაგამ, ადიდასმა და სხვა ბრენდებმა შეწყვიტეს — შედეგად, მისი თქმით, ერთ დღეში $2 მილიარდი დაკარგა. კანიეს ინსტაგრამზე წვდომაც შეეზღუდა, თუმცა ილონ მასკის მიერ ტვიტერის ყიდვის შემდეგ რეპერი ტვიტერზე დაბრუნდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები