პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტები გაუგზავნა

ფოტო: პარლამენტი
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირმა საქართველოს მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა — მისცა პერსპექტივა და 12 პუნქტიანი გეგმა.
- მართლმსაჯულების რეფორმის გატარება ერთ-ერთია ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან.
დეტალები: ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში გაიგზავნა ხუთი კანონპროექტი, რომელთა შორისაა კანონპროექტები:
- საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
- კანონებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე;
- საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ;
- საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
- პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.
არქივიდან: 7 ოქტომბერს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის გააკეთა განცხადება, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ ეხმიანება მართლმსაჯულებაში არსებულ რეალურ პრობლემებს.
- კოალიცია აცხადებდა, რომ შემოთავაზებული დოკუმენტი არ ასახავს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ რეალურ გამოწვევებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები