Balenciaga-ს ახალი კამპანიის გამო ბავშვების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
ბალენსიაგასთვის უჩვეულო კამპანიები თუ ჩვენებები უცხო არაა, თუმცა ახალმა პროექტმა მოდის სახლი კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია. ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობენ. დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა აცვიათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება.
კამპანიამ სოციალურ ქსელებში საყოველთაო კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბავშვების ფოტოებთან ერთად დოკუმენტის ფოტოც დადო, რომელიც, მისი მტკიცებით, "ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის" შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაა.
"ბალენსიაგამ თავისი ახალი პროდუქციისთვის ახლახან...საინტერესო...ფოტოსესია მოაწყო, რომელიც გამიზნულად ცუდად დამალულ სასამართლო დოკუმენტებს შეიცავს 'ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის' შესახებ", — წერს მომხმარებელი.
გამოცემა Elle წერს, რომ სადავო დოკუმენტები უშუალოდ ახალი კამპანიის ნაწილი არ ყოფილა, თუმცა ბალენსიაგასა და ადიდასის საერთო კამპანიის ფოტოებში ნამდვილად ჩანს სასამართლო დოკუმენტი, რომელიც ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასა და სხვა სახის ძალადობას ეხება.
ბავშვების ფოტოსესიისა და სასამართლო დოკუმენტების გამოყენების გამო ბალენსიაგამ სოციალურ ქსელებში ბოდიში მოიხადა.
"გულწრფელად გიხდით ბოდიშს ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. ჩვენი სათამაშო დათვების ჩანთები კამპანიაში ბავშვებთან ერთად არ უნდა გამოჩენილიყო. კამპანია ყველა პლატფორმიდან დაუყოვნებლივ წავშალეთ", — ვკითხულობთ ბრენდის ინსტაგრამის "სთორიში".
"ჩვენს კამპანიაში შემაშფოთებელი დოკუმენტების გამოყენებისთვის ბოდიშს გიხდით. ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით და სამართლებრივ დავას ვიწყებთ პირებთან, რომლებიც გადასაღები მოედნის მოწყობასა და ჩვენს 2023 წლის გაზაფხულის კამპანიის ფოტოსესიაში შეუთანხმებელი ნივთების გამოყენებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენ ბავშვების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ვუჭერთ მხარს", — წერია ბალენსიაგას მეორე განცხადებაში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები