აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება — თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია
ტემპერატურის კლებასთან ერთად, მძღოლებისთვის აქტიური სამზადისის დრო დგება. ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი მეტია, შესაბამისად, ავტომობილი განსაკუთრებულ ყურადღებას, შემოწმებასა და ზამთრისთვის შესაბამისი პროდუქტებით აღჭურვას მოითხოვს — ზაფხულის საბურავები მოჭიდების უნარს კარგავს და ავტომობილის მოცურების ალბათობა იზრდება; აკუმულატორის რესურსის ამოწურვის შემთხვევაში ავტომობილი არ იქოქება; თუ ანტიფრიზი გამოსაცვლელია, გაგრილების სისტემა ზიანდება და ძრავის ამუშავება შეუძლებელი ხდება; გაცვეთილი ხუნდები კი დამუხრუჭებას უშლის ხელს.
თუმცა, ამის მიუხედავად, მოუცლელობისა თუ წინდაუხედაობის გამო, მძღოლების ნაწილი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს, შედეგად კი, წლის ყველაზე ჯადოსნურ პერიოდს ისეთ თავგადასავლებში ატარებს, რომლებში გახვევასაც არავინ ინატრებდა.
სწორედ ამას უპირისპირდება თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია, რომელიც მძღოლებს ზამთრისთვის ავტომობილის გამართვისკენ და ცივი სეზონის მშვიდად, უსიამოვნო თავგადასავლებისა და ზედმეტი ექსცესების გარეშე გატარებისკენ მოუწოდებს.
კამპანიის ფარგლებში შექმნილი პრინტსერია მარტივი მინიშნებებით — თოვლიან გზაზე დატოვებული ნაკვალევით სხვადასხვა სიტუაციას აღწერს. თითოეული სცენა, ერთი მხრივ, იმ უსიამოვნო თავგადასავლებს წარმოაჩენს, რომლებიც მძღოლებს წინდაუხედაობის შემთხვევაში ელით. მეორე მხრივ კი, ამ სიუჟეტებს ზამთრისთვის თეგეტა მოტორსში მომზადებული ავტომობილის მოსაწყენად მშვიდ სცენებს უპირისპირებს.
მძღოლებისთვის არსებული რისკების შესახსენებლად, კამპანიის ფარგლებში, ავტომობილის გაუმართაობის გამო შექმნილი სხვადასხვა უსიამოვნო სიტუაციის ამსახველი ბანერები გზებზე განთავსდა.
ფოტო: თეგეტა
"კამპანიის მთავარი სათქმელი ორ კონტრასტულ, ორაზროვან გზავნილში ერთიანდება: აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება და მოსაწყენი ზამთარი თეგეტა მოტორსთან ერთად. პრინტებში წარმოდგენილი ორი კონტრასტული რეალობა მკაფიოდ აჩვენებს, რამდენად დიდ დისკომფორტში შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუ ზამთარს მოუმზადებლები შევხვდებით. „თეგეტა მოტორსში“ ზამთრისთვის ავტომობილის გამართვის შემთხვევაში კი ცივი სეზონი უჩვეულო სიმშვიდით ჩაივლის და ყველა არასაჭირო თავგადასავალს აირიდებ. ჩვენი წარმოდგენით, ერთმანეთის საპირისპიროდ ორი განსხვავებული რეალობის თვალსაჩინო წარმოჩენა ადამიანებს პრობლემის შესაძლო შედეგებზე დააფიქრებს და მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს", — ამბობს ვახტანგ მძინარაშვილი, თეგეტა მოტორსის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თეგეტა მოტორსისთვის უსაფრთხოება მთავარი ღირებულებაა. უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი ავტომობილის გამართულობა მნიშვნელოვანი კომპონენტია.
"ზოგიერთი მძღოლი ფიქრობს, რომ მათ არ გადახდებათ თავს უსიამოვნო თავგადასავლები . ამიტომაც უსაფრთხოების ზომებს წინასწარ არ იღებენ და ფაქტებზე მეტად ინტუიციას ეყრდნობიან. რეალურად კი ზამთარში გაუმართავი ავტომობილით გადაადგილებისას შეუძლებელია, უსიამოვნო შემთხვევებს თავი აარიდო — არასასურველი თავგადასავალი ერთხელ მაინც შეგემთხვევა. ეს დაკვირვება მარტივ სტატისტიკად ვაქციეთ და პრინტსერიასთან ერთად, თითოეული პროდუქტის სიმბოლიკისა და დამაფიქრებელი ტექსტის თანხლებით წარმოვაჩინეთ", — ამბობს ვახტანგ მძინარაშვილი.
ფოტო: თეგეტა
უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობისთვის კი, ტრადიციულად, თეგეტა მოტორსი ზამთრისთვის აუცილებელ პროდუქტებზე ხელსაყრელ შეთავაზებებს წელსაც აგრძელებს — ხუნდების, აკუმულატორების და ანტიფრიზის სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ზამთრის საბურავებზე კი — 20%-იანი ქეშბექი.
ფოტო: თეგეტა
ასე რომ, თუ მანქანას მართავ და ზამთრისთვის მზადება ჯერ კიდევ არ დაგიწყია, დროა, იმოქმედო. აირიდე თავგადასავალი, რომელიც არ გჭირდება.
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები